მოგესალმებათ

ქართველ ემიგრანტთა საერთაშორისო მედია პორტალი!

More forecasts: wetterlabs.de
Example image
პარლამენტში უცხოეთში მოღვაწე დიასპორელების დაჯილდოება გაიმართა

პარლამენტში უცხოეთში მოღვაწე დიასპორელების დაჯილდოება გაიმართა

საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ბექა ოდიშარიას ორგანიზებით, პარლამენტში უცხოეთში მოღვაწე დიასპორელები დააჯილდოვეს.

წარმატებულ დიასპორელებს სიტყვით მიმართა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.

„უკვე დრო არის, რომ ჩვენ დიასპორას შევხედოთ როგორც წარმატებულ ქართველებს, რომლებიც საქართველოსთან კონტაქტს ინარჩუნებენ და ქვეყანას აძლიერებენ“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

შალვა პაპუაშვილმა ყურადღება გაამახვილა უცხოეთში ქართული ეკლესიის როლზე.

„ეკლესია არის ის ადგილი, სადაც ქართველებს შესაძლებლობა აქვთ, ერთმანეთი იპოვონ და გვერდში დაუდგნენ. ეკლესიასთან არსებულ საკვირაო სკოლებს დიდი როლი აქვთ. მნიშვნელოვანია, რომ სამშობლოსთან კავშირი, მათ შორის ენობრივი, კულტურული და სულიერი შენარჩუნებული იყოს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ბექა ოდიშარიამ. მისი თქმით, მნიშვნელოვანია უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეების ღვაწლის დაფასება და ქართული დიასპორის გაძლიერება ეკონომიკურ, პოლიტიკურ თუ საზოგადოებრივ საქმიანობაში ჩართულობით.

„ჩვენ ვემზადებით გაფართოებული ფორუმისთვის, სადაც არა მხოლოდ დაჯილდოება იქნება, არამედ გვინდა, შემოგთავაზოთ ბიზნეს პროექტები. იმ შესაძლებლობების შესახებ, რომელიც  ჩვენს ხელისუფლებას აქვს შემუშავებული, პირადად წარმოგიდგენენ უმაღლესი თანამდებობის პირები, პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე, მინისტრები. ეს იქნება ძალიან სასარგებლო ღონისძიება და ეს უნდა იყოს თქვენი აქტიური ჩართულობის დასაწყისი“, – განაცხადა ბექა ოდიშარიამ.

მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვლადიმერ კონსტანტინიდმა და ქართულ დიასპორასთან ურთიერთობაში სამინისტროს როლზე ისაუბრა.

ბექა ოდიშარიამ და პარლამენტის წევრებმა წარმატებულ დიასპორელებს, რომლებიც აქტიურად საქმიანობენ ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში, მადლობის სიგელები გადასცეს.

ღონისძიებას ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები, ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსი, მეუფე საბა და ქართული დიასპორის წარმომადგენლები.

წარმატებული ემიგრანტების დაჯილდოების დასკვნითი ღონისძიება 14 სექტემბერს, რუსთაველის ეროვნულ თეატრში გაიმართება.

დაჯილდოების ცერემონია პარლამენტის, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის, საგარეო საქმეთა სამინისტროს, დარგობრივი უწყებებისა და ნიუ იორკის ქართული დიასპორის სახლის ორგანიზებით ყოველწლიურად იმართება.

ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

გაუზიარე სხვასაც :

გამოქვეყნებულია: 12-09-2023, 19:32, ნანახია: 11279-ჯერ

FACEBOOK კომენტარები

მსგავსი სიახლეები:

ჩვენი პარტნიორები:

geo 1 1 1 1 1

"ემიგრანტ ტვ" შეიქმნა 2018 წელს საქართველოში, ქართველ ემიგრანტთა ხელშეწყობით. მედია პორტალის მიზანია: აქტიურად გააშუქოს ქართველ ემიგრანტთა ყოფა-ცხოვრება მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ასევე მოახდინოს ემიგრანტთა ინფორმირება მათი საჭირბოროტო საკითხებთან დაკავშირებით, ამჟამად "ემიგრანტ ტვ"-ს ადმინისტრირება ხორციელდება საბერძნეთის დედაქალაქ ათენიდან. etvgeorgia@gmail.com

ნიუ იორკი--H
ლონდონი--H
პარიზი--H
ბერლინი--H
მადრიდი--H
რომი--H
ათენი--H
თბილისი--H
my alarm clock logo