მოგესალმებათ

ქართველ ემიგრანტთა საერთაშორისო მედია პორტალი!

More forecasts: wetterlabs.de
Example image
მინდა წარმოგიდგინოთ ჩემი ახალი წიგნი, სახელწოდებით “საქართველო”. - ფრანჩესკო ტრეჩი

მინდა წარმოგიდგინოთ ჩემი ახალი წიგნი, სახელწოდებით “საქართველო”. - ფრანჩესკო ტრეჩი

"ოცდასამი წლის წინ, ერთ-ერთ ჟურნალში აღმოვაჩინე სტატია უძველესი და ულამაზესი ქვეყანის შესახებ, ამაყი ხალხით, ათასწლოვანი ენით და საოცარი ტრადიციებით, რის შემდეგაც, შეიძლება ითქვას, ცხოვრება მივუძღვენი ამ მიწას. დავწერე ორი საუნივერსიტეტო ნაშრომი, გამოვაქვეყნე ორი წიგნი, შევისწავლე ენა და ბევრი ვიმოგზაურე საქართველოში. ბოლო წლებში მთელი საქართველო სოფელ-სოფელ მოვიარე, შევხვდი მწერლებს, რეჟისორებს, მსახიობებს, ინტელექტუალებს და ბევრ სხვა ადამიანს, რომლებიც დამეხმარნენ მეტი გამეგო ამ შესანიშნავი ქვეყნის შესახებ.
ახლა კი, სიამაყით და სიხარულით მინდა წარმოგიდგინოთ ჩემი ახალი წიგნი, სახელწოდებით “საქართველო”.

ჩემს ახალ წიგნში ნახავთ საქართველოს ულამაზესი ქალაქების, სოფლებისა და ბუნებრივი ადგილების აღწერილობას, წიგნი ასევე დასურათებულია.
ეს არის დიდი მოგზაურობა დროსა და სივრცეში. თქვენ გაეცნობით მნიშვნელოვან ქართველ ხელოვანებსა და მწერლებს, ინფორმაციას ანბანის, ფოლკლორის, სამზარეულოსა და ღვინის შესახებ.

ვეცადე, ამ წიგნში საქართველოსადმი მთელი ჩემი სიყვარული ჩამეტია.
საქართველო უკვდავი ქვეყანაა, რომელმაც შეძლო საკუთარი ენისა და კულტურის მესამე ათასწლეულში შემოტანა. ის არის ქვეყანა ევროპისა და აზიის გზაჯვარედინზე, თავისი ძლიერი და უნიკალური იდენტობით.
გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ ეს წიგნი გახდება იტალიაში მცხოვრები ქართველების სავიზიტო ბარათი, იტალიელებისთვის ამ უნიკალური ერის აღმოჩენისა და შეყვარების გასაღები. ასევე იმედი მაქვს, რომ შესაძლოა ის გახდეს ეფექტური ინსტრუმენტი ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობების გასაძლიერებლად.
შევიყვანოთ საქართველო ყველა იტალიელის სახლში!

ხუთშაბათს, 14 სექტემბერს, 15:30 საათზე, ჟურნალისტი ნინა მამუკაძე აიღებს ჩემგან ინტერვიუს, სადაც შესაძლებლობა მომეცემა ფართო საზოგადოებას წარვუდგინო ჩემი ახალი წიგნი.

ვარ და ვიქნები საქართველოსთვის.

Ventitrè anni fa leggendo un articolo su una rivista ho scoperto un paese antichissimo e meraviglioso con un popolo fiero, una lingua millenaria e delle tradizioni affascinanti: la Georgia ovvero Sakartvelo.
Da allora ho dedicato la mia vita a questa terra, ho fatto 2 tesi universitarie, pubblicato 2 libri, studiato la lingua ed effettuato tantissimi viaggi in Georgia. In questi anni ho girato l’intero paese villaggio per villaggio, ho incontrato scrittori, registi, attori, intellettuali e tantissime altre persone che mi hanno aiutato a conoscere meglio questa meravigliosa terra.
E adesso sono orgoglioso ed emozionato a presentarvi questo mio nuovo libro, che chiama la Georgia con il suo nome e con il proprio spettacolare alfabeto: Sakartvelo!.
In questo volume troverete la descrizione delle città, dei villaggi e dei luoghi naturali più belli del paese, corredate da moltissime immagini: è un lungo viaggio nel tempo e nello spazio. Troverete i principali artisti e letterati georgiani, le informazioni sugli alfabeti, sul folklore, sulla cucina e sul vino. Detto in breve, in questo libro, ho cercato di condensare tutto il mio amore per la Georgia.
La Georgia è un paese immortale che è riuscito portare nel terzo millennio la sua lingua e la sua cultura; è al crocevia tra Europa e Asia con la sua forte e unica identità millenaria.
Spero sinceramente che questo testo diventi il biglietto da visita dei georgiani d’Italia, che possa rappresentare per gli italiani la chiave per scoprire e amare questa nazione. Spero anche che possa essere un valido strumento per accrescere le relazioni tra i nostri paesi.
Portiamo la Georgia nelle case di tutti gli Italiani!
Giovedì 14 settembre alle ore 15:30 la giornalista Nina Mamukadze mi farà un’intervista per presentare a tutti il nuovo libro
ვიყავი, ვარ და ვიქნები ყოველთვის საქართველოსთვის"

წერს თავის სოციალურ ქსელში ფრანჩესკო ტრეჩი

გაუზიარე სხვასაც :

გამოქვეყნებულია: 12-09-2023, 22:56, ნანახია: 11285-ჯერ

FACEBOOK კომენტარები

მსგავსი სიახლეები:

ჩვენი პარტნიორები:

geo 1 1 1 1 1

"ემიგრანტ ტვ" შეიქმნა 2018 წელს საქართველოში, ქართველ ემიგრანტთა ხელშეწყობით. მედია პორტალის მიზანია: აქტიურად გააშუქოს ქართველ ემიგრანტთა ყოფა-ცხოვრება მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ასევე მოახდინოს ემიგრანტთა ინფორმირება მათი საჭირბოროტო საკითხებთან დაკავშირებით, ამჟამად "ემიგრანტ ტვ"-ს ადმინისტრირება ხორციელდება საბერძნეთის დედაქალაქ ათენიდან. etvgeorgia@gmail.com

ნიუ იორკი--H
ლონდონი--H
პარიზი--H
ბერლინი--H
მადრიდი--H
რომი--H
ათენი--H
თბილისი--H
my alarm clock logo