მოგესალმებათ

ქართველ ემიგრანტთა საერთაშორისო მედია პორტალი!

More forecasts: wetterlabs.de
Example image
გაერთიანებული სამეფოს გავლით სხვა ქვეყნებში მოგზაურობისთვის საქართველოს მოქალაქეებს სატრანზიტო ვიზა დასჭირდებათ

გაერთიანებული სამეფოს გავლით სხვა ქვეყნებში მოგზაურობისთვის საქართველოს მოქალაქეებს სატრანზიტო ვიზა დასჭირდებათ

დიდი ბრიტანეთის ხელისუფლების ცნობით, 8 სექტემბერს, 2014 წლის საიმიგრაციო, სამგზავრო ტრანზიტის ვიზის შესახებ ბრძანებაში შევიდა ცვლილება, ქვეყნების სიას დაემატა საქართველო და რუსეთი, რომელთა მოქალაქეებს დასჭირდებათ სატრანზიტო ვიზა გაერთიანებული სამეფოს გავლით სხვა ქვეყანაში შესვლისას. ეს ბრძანება არ ვრცელდება დიდ ბრიტანეთში ტრანზიტით მყოფ საქართველოს ან რუსეთის მოქალაქეებზე, რომლებიც დიდ ბრიტანეთში 2023 წლის 5 ოქტომბრამდე შევიდნენ.

ოფიციალურ ვებგერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, ბრიტანეთში ნორმატიული აქტი ძალაში შედის პარლამენტის წინაშე წარდგენიდან არა უადრეს 21 დღისა. მიზეზი, რის გამოც აღნიშნული ბრძანება ძალაში შევიდა პარლამენტის წინაშე წარდგენიდან მხოლოდ ერთი დღის შემდეგ, არის სერიოზული შეშფოთება იმის გამო, რომ მნიშვნელოვნად იზრდება საქართველოსა და რუსეთის მოქალაქეების რაოდენობა, რომლებიც მიემგზავრებიან დიდ ბრიტანეთში და ჩასვლისთანავე ითხოვენ თავშესაფარს.

ასევე, ინფორმაციის თანახმად, 2018 წლიდან საქართველოსა და რუსეთის მოქალაქეები მუდმივად იკავებენ პირველ ადგილს იმ ქვეყნებს შორის, რომლებიც ბოროტად იყენებენ გაერთიანებული სამეფოს სატრანზიტო დებულებებს თავშესაფრის მოთხოვნით.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიიჩნევს, რომ ეს გადაწყვეტილება ხელს შეუშლის ამ მოქალაქეებს გაერთიანებულ სამეფოში გამგზავრებას ტრანზიტის მოტივით, ხოლო შემდეგ კი თავშესაფრის მოთხოვნას“, აღნიშნულია გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

გაუზიარე სხვასაც :

გამოქვეყნებულია: 13-09-2023, 16:03, ნანახია: 11348-ჯერ

FACEBOOK კომენტარები

მსგავსი სიახლეები:

ჩვენი პარტნიორები:

geo 1 1 1 1 1

"ემიგრანტ ტვ" შეიქმნა 2018 წელს საქართველოში, ქართველ ემიგრანტთა ხელშეწყობით. მედია პორტალის მიზანია: აქტიურად გააშუქოს ქართველ ემიგრანტთა ყოფა-ცხოვრება მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ასევე მოახდინოს ემიგრანტთა ინფორმირება მათი საჭირბოროტო საკითხებთან დაკავშირებით, ამჟამად "ემიგრანტ ტვ"-ს ადმინისტრირება ხორციელდება საბერძნეთის დედაქალაქ ათენიდან. etvgeorgia@gmail.com

ნიუ იორკი--H
ლონდონი--H
პარიზი--H
ბერლინი--H
მადრიდი--H
რომი--H
ათენი--H
თბილისი--H
my alarm clock logo