მოგესალმებათ

ქართველ ემიგრანტთა საერთაშორისო მედია პორტალი!

More forecasts: wetterlabs.de
Example image
საქართველოს საგარეო უწყება ბრიტანეთის მიერ საზღვრების კონტროლის გაძლიერებისა და აეროპორტში ტრანზიტული გავლისას ვიზის ვალდებულების შემოღების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

საქართველოს საგარეო უწყება ბრიტანეთის მიერ საზღვრების კონტროლის გაძლიერებისა და აეროპორტში ტრანზიტული გავლისას ვიზის ვალდებულების შემოღების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

საქართველოს საგარეო უწყება ბრიტანეთის მიერ საზღვრების კონტროლის გაძლიერებისა და აეროპორტში ტრანზიტული გავლისას ვიზის ვალდებულების შემოღების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

„დიდ ბრიტანეთში გამკაცრებული მიგრაციული პოლიტიკის გათვალისწინებით, ქვეყანამ გააძლიერა საზღვრების კონტროლი. აღნიშნულის გათვალისწინებით, მიმდინარე წლის 8 სექტემბრიდან საქართველოს მოქალაქეებისთვის აეროპორტში ტრანზიტული გავლისას შემოღებულ იქნა ვიზის მიღების ვალდებულება (DATV). აღნიშნული კატეგორიის ვიზა საჭიროა მაშინ, როდესაც პირი მიემგზავრება მესამე ქვეყანაში, დიდ ბრიტანეთში იცვლის ფრენას და არ გადის სასაზღვრო შემოწმებას“, – ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაში.

საგარეო უწყებაში ასევე აღნიშნავენ, რომ გამკაცრებული საემიგრაციო პოლიტიკის გამო, გაერთიანებულ სამეფოს სატრანზიტო ვიზის რეჟიმი შემოღებული აქვს 100-ზე მეტ ქვეყანასთან, მათ შორის, ისეთ ქვეყნებთან, როგორებიც არის: მოლდოვა, უკრაინა, თურქეთი, ჩრდილოეთ მაკედონია, სამხრეთ აფრიკა, ჩინეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი, მონტენეგრო, ბოსნია და სხვა.

გაუზიარე სხვასაც :

გამოქვეყნებულია: 13-09-2023, 20:33, ნანახია: 11275-ჯერ

FACEBOOK კომენტარები

მსგავსი სიახლეები:

ჩვენი პარტნიორები:

geo 1 1 1 1 1

"ემიგრანტ ტვ" შეიქმნა 2018 წელს საქართველოში, ქართველ ემიგრანტთა ხელშეწყობით. მედია პორტალის მიზანია: აქტიურად გააშუქოს ქართველ ემიგრანტთა ყოფა-ცხოვრება მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ასევე მოახდინოს ემიგრანტთა ინფორმირება მათი საჭირბოროტო საკითხებთან დაკავშირებით, ამჟამად "ემიგრანტ ტვ"-ს ადმინისტრირება ხორციელდება საბერძნეთის დედაქალაქ ათენიდან. etvgeorgia@gmail.com

ნიუ იორკი--H
ლონდონი--H
პარიზი--H
ბერლინი--H
მადრიდი--H
რომი--H
ათენი--H
თბილისი--H
my alarm clock logo