მოგესალმებათ

ქართველ ემიგრანტთა საერთაშორისო მედია პორტალი!

More forecasts: wetterlabs.de
Example image
1834 წელს ამ დღეს ათენი საბერძნეთის დედაქალაქი გახდა

1834 წელს ამ დღეს ათენი საბერძნეთის დედაქალაქი გახდა

1834 წლის 18 სექტემბერი, როდესაც ოტოს რეგენტობის ბრძანებულებით ათენი გამოცხადდა ახალგაზრდა ბერძნული სახელმწიფოს დედაქალაქად.

დედაქალაქის ტიტულს აცხადებდნენ სხვა ქალაქებიც, როგორიცაა არგოსი, კორინთო, პირეოსი.

მიზეზები, რამაც განაპირობა ათენის საბოლოოდ არჩევა, დაკავშირებულია მისი დიდებული ისტორიიდან, როგორც ძველი ბერძნული კულტურის აკვანი, ხოლო გადაწყვეტილებაზე, სავარაუდოდ, გავლენა მოახდინა ბავარიის მეფემ, ლუდვიგმა, რომელიც იყო ცნობილი არქეოლოგი და ძველი საბერძნეთის მოყვარული. .

ათენის მოსახლეობა  იმ დროს 7000 ადამიანს არ აღემატებოდა, . ათენი მაშინ იყო „დიდი სოფელი“ 400 სახლისგან შემდგარი, რომელიც ქოხებს ჰგავდა. ათენის ირგვლივ იყო დიდი მინდვრები. ამავდროულად, პატრას მოსახლეობა შეადგენდა 15000 მცხოვრებს, ხოლო სალონიკი (ჯერ კიდევ ოსმალეთის მმართველობის ქვეშ იმყოფებოდა) .

ათენი ვრცელდებოდა აკროპოლისის ირგვლივ (დაახლოებით ფსირიდან მაკრიგიანისამდე), სადაც ცენტრი იყო პლაკას (ძველი ქალაქი) ტერიტორია.

ახალი დედაქალაქის ერთ-ერთ დიდ პრობლემას წარმოადგენდა წყალმომარაგების სისტემა, საზოგადოებრივი განათებისა და ტრანსპორტის არარსებობა.

ბერძენი არქიტექტორი კლეანთესი და ბავარიელები შუბერტი და ლეო ფონ კლენცები დაევალათ დანგრეული ათენის აღდგენა.

როგორც ახალი საბერძნეთის სახელმწიფოს დედაქალაქი და პოლიტიკური მოვლენების ცენტრი, ათენი იყო საბერძნეთის თანამედროვე ისტორიაში საეტაპო მოვლენა. მომდევნო ათწლეულებში ათენი ხელახლა აშენდა თანამედროვე ქალაქის სტანდარტების მიხედვით.

სამი წლის შემდეგ 1837 წელს ათენის უნივერსიტეტის დაარსებამ ხელი შეუწყო ათენის ქალაქიდან ევროპული სტანდარტების ქალაქად გადაქცევას.

ქალაქის შემდეგი დიდი გაფართოება იყო 1923 წელს მცირე აზიის კატასტროფის შემდეგ, სადაც მრავალი უბანი შეიქმნა, ძირითადად ანარქიულად, მცირე აზიიდან ლტოლვილების მიერ.

გაუზიარე სხვასაც :

გამოქვეყნებულია: 18-09-2023, 15:08, ნანახია: 11354-ჯერ

FACEBOOK კომენტარები

მსგავსი სიახლეები:

ჩვენი პარტნიორები:

geo 1 1 1 1 1

"ემიგრანტ ტვ" შეიქმნა 2018 წელს საქართველოში, ქართველ ემიგრანტთა ხელშეწყობით. მედია პორტალის მიზანია: აქტიურად გააშუქოს ქართველ ემიგრანტთა ყოფა-ცხოვრება მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ასევე მოახდინოს ემიგრანტთა ინფორმირება მათი საჭირბოროტო საკითხებთან დაკავშირებით, ამჟამად "ემიგრანტ ტვ"-ს ადმინისტრირება ხორციელდება საბერძნეთის დედაქალაქ ათენიდან. etvgeorgia@gmail.com

ნიუ იორკი--H
ლონდონი--H
პარიზი--H
ბერლინი--H
მადრიდი--H
რომი--H
ათენი--H
თბილისი--H
my alarm clock logo