მოგესალმებათ

ქართველ ემიგრანტთა საერთაშორისო მედია პორტალი!

More forecasts: wetterlabs.de
Example image
შაბათს, 2023 წლის 23 სექტემბერს, 10.00 საათიდან 15.00 საათამდე, ათენის ცენტრში, ეროვნული პარკის საბავშვო ბიბლიოთეკაში ჩატარდება ევროპული  ენების დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება.

შაბათს, 2023 წლის 23 სექტემბერს, 10.00 საათიდან 15.00 საათამდე, ათენის ცენტრში, ეროვნული პარკის საბავშვო ბიბლიოთეკაში ჩატარდება ევროპული ენების დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება.

ათენში მცხოვრებო ძვირფასო თანამემამულეებო,
შაბათს, 2023 წლის 23 სექტემბერს, 10.00 საათიდან 15.00 საათამდე, ათენის ცენტრში, ეროვნული პარკის საბავშვო ბიბლიოთეკაში ჩატარდება ევროპული ენების დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება.
ქართული ენის პოპულარიზაციის მიზნით, საქართველოს საელჩო ათენში მერვედ იღებს მონაწილეობას ენების ევროპული დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში.
წარმოდგენილი იქნება ქართული სტენდი, სადაც სტუმრებს დაურიგდებათ ბროშურები და აუდიო-ვიდეო მასალა ქართული ენის შესახებ.
ევროპული ენების დღეზე დაგეგმილია რამდენიმე აქტივობა, მათ შორის, ყველა მონაწილე ქვეყნის ენაზე მოეწყობა საბავშვო ტექსტების მხატვრული კითხვა, გამოყოფილი იქნება „საბავშვო კუთხე“.
ღონისძიებაზე დასწრება უფასოა და სურვილის შემთხვევაში, გეძლევათ შესაძლებლობა, თქვენი ოჯახის დიდ და პატარა წევრებთან ერთად, მონაწილეობა მიიღოთ საბერძნეთის რესპუბლიკაში ქართული ენის პოპულარიზაციაში.
ინფორმაციას ავრცელებს საქართველოს საელჩო ათენში

გაუზიარე სხვასაც :

გამოქვეყნებულია: 20-09-2023, 16:54, ნანახია: 11221-ჯერ

FACEBOOK კომენტარები

მსგავსი სიახლეები:

ჩვენი პარტნიორები:

geo 1 1 1 1 1

"ემიგრანტ ტვ" შეიქმნა 2018 წელს საქართველოში, ქართველ ემიგრანტთა ხელშეწყობით. მედია პორტალის მიზანია: აქტიურად გააშუქოს ქართველ ემიგრანტთა ყოფა-ცხოვრება მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ასევე მოახდინოს ემიგრანტთა ინფორმირება მათი საჭირბოროტო საკითხებთან დაკავშირებით, ამჟამად "ემიგრანტ ტვ"-ს ადმინისტრირება ხორციელდება საბერძნეთის დედაქალაქ ათენიდან. etvgeorgia@gmail.com

ნიუ იორკი--H
ლონდონი--H
პარიზი--H
ბერლინი--H
მადრიდი--H
რომი--H
ათენი--H
თბილისი--H
my alarm clock logo