მოგესალმებათ

ქართველ ემიგრანტთა საერთაშორისო მედია პორტალი!

More forecasts: wetterlabs.de
Example image
მთიანი ყარაბაღში ათასობით მშვიდობიანმა მოქალაქემ რუსეთის სამხედრო ბაზას შეაფარა თავი

მთიანი ყარაბაღში ათასობით მშვიდობიანმა მოქალაქემ რუსეთის სამხედრო ბაზას შეაფარა თავი

ოთხშაბათს, 20 სექტემბერს, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ მთიანი ყარაბაღის სამშვიდობო ძალებმა სადავო რეგიონში, აზერბაიჯანის სამხედრო ოპერაციის ფონზე, თავიანთ საბაზო ბანაკში 2 000-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქის ევაკუაცია მოახდინეს. „2 261 ევაკუირებულ მშვიდობიან მოქალაქეს შორის 1000 -ზე მეტი ბავშვია“, - აღნიშნავს რუსეთის თავდაცვის უწყება.

ოთხშაბათს დილით, მთიანი ყარაბაღის ხელისუფლებამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ადგილობრივი დროით 13:00 საათზე, რუსეთის სამშვიდობო მისიის შუამავლობით, ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე მოხდა შეთანხმება. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში კი ნათქვამია, რომ აზერბაიჯანული ძალების მხრიდან ამ შეთანხმების რამდენიმჯერმა დარღვევა უკვე დაფიქსირდა.

მთიანი ყარაბაღის ხელისუფლების განცხადებით, 32 ადამიანი დაიღუპა და 200-ზე მეტი დაშავდა მას შემდეგ, რაც აზერბაიჯანმა სამშაბათს რეგიონში დარტყმები განახორციელა, რომელსაც ოფიციალურმა ბაქომ „ანტიტერორისტული“ კამპანია უწოდა. მისი მიზანი რეგიონიდან სომხეთის მხარდამჭერი მებრძოლების გაძევებაა.

მთიანი ყარაბაღის სადავო რეგიონი საერთაშორისოდ აღიარებულია, როგორც აზერბაიჯანის ნაწილი, მაგრამ მისი მოსახლეობის უმრავლესობა ეთნიკური სომეხია.

აზერბაიჯანის მიერ დაწყებული ოპერაცია ორ ქვეყანას შორის თვეების განმავლობაში არსებული დაძაბულობის შემდეგ დაიწყო, ნათქვამია მასმედიის საინფორმაციო გამოშვებებში. გავრცელებული ინფორმაციით, დეკემბრიდან აზერბაიჯანს დაბლოკილი აქვს ლაჩინის დერეფანი, - ერთადერთი მარშრუტი, რომლითაც სომხეთი მთიანი ყარაბაღს უკავშირდება.

ოთხშაბათს გამოქვეყნებული ამ კადრებში ნაჩვენებია მთიანი ყარაბაღის რუსულ საბაზო ბანაკში მშვიდობიანი მოქალაქეების ევაკუაცია.


წყარო: 1tv.ge

გაუზიარე სხვასაც :

გამოქვეყნებულია: 20-09-2023, 18:36, ნანახია: 11354-ჯერ

FACEBOOK კომენტარები

მსგავსი სიახლეები:

ჩვენი პარტნიორები:

geo 1 1 1 1 1

"ემიგრანტ ტვ" შეიქმნა 2018 წელს საქართველოში, ქართველ ემიგრანტთა ხელშეწყობით. მედია პორტალის მიზანია: აქტიურად გააშუქოს ქართველ ემიგრანტთა ყოფა-ცხოვრება მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ასევე მოახდინოს ემიგრანტთა ინფორმირება მათი საჭირბოროტო საკითხებთან დაკავშირებით, ამჟამად "ემიგრანტ ტვ"-ს ადმინისტრირება ხორციელდება საბერძნეთის დედაქალაქ ათენიდან. etvgeorgia@gmail.com

ნიუ იორკი--H
ლონდონი--H
პარიზი--H
ბერლინი--H
მადრიდი--H
რომი--H
ათენი--H
თბილისი--H
my alarm clock logo