მოგესალმებათ

ქართველ ემიგრანტთა საერთაშორისო მედია პორტალი!

More forecasts: wetterlabs.de
Example image
გერმანიის მთავრობამ საქართველო და მოლდოვა უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეიყვანა

გერმანიის მთავრობამ საქართველო და მოლდოვა უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეიყვანა

გერმანიის მთავრობამ საქართველო და მოლდოვა უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეიყვანა. აღნიშნულს ითვალისწინებს გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრის, ნენსი ფეზერის მიერ წარდგენილი კანონპროექტი, რომელიც მინისტრთა კაბინეტმა დაამტკიცა.

უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეყვანა ნიშნავს, რომ ამ ქვეყნების მოქალაქეების თავშესაფრის მოთხოვნის განაცხადების განხილვა უფრო სწრაფად მოხდება და, უარის თქმის შემთხვევაში, დაჩქარდება დეპორტაციის პროცედურა.

გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, 2022 წელს და 2023 წლის პირველ ნახევარში საქართველოსა და მოლდოვის მოქალაქეების თავშესაფრის მოთხოვნის განაცხადებზე 99,9%-ზე უარყოფითი პასუხი იყო გაცემული. გასულ წელს გერმანიაში თავშესაფარი საქართველოს 8 865-მა და მოლდოვის 5 218-მა მოქალაქემ მოითხოვა.

გაუზიარე სხვასაც :

გამოქვეყნებულია: 30-08-2023, 22:27, ნანახია: 11321-ჯერ

FACEBOOK კომენტარები

მსგავსი სიახლეები:

ჩვენი პარტნიორები:

geo 1 1 1 1 1

"ემიგრანტ ტვ" შეიქმნა 2018 წელს საქართველოში, ქართველ ემიგრანტთა ხელშეწყობით. მედია პორტალის მიზანია: აქტიურად გააშუქოს ქართველ ემიგრანტთა ყოფა-ცხოვრება მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ასევე მოახდინოს ემიგრანტთა ინფორმირება მათი საჭირბოროტო საკითხებთან დაკავშირებით, ამჟამად "ემიგრანტ ტვ"-ს ადმინისტრირება ხორციელდება საბერძნეთის დედაქალაქ ათენიდან. etvgeorgia@gmail.com

ნიუ იორკი--H
ლონდონი--H
პარიზი--H
ბერლინი--H
მადრიდი--H
რომი--H
ათენი--H
თბილისი--H
my alarm clock logo