მოგესალმებათ

ქართველ ემიგრანტთა საერთაშორისო მედია პორტალი!

More forecasts: wetterlabs.de
Example image
2023 წლის 23 სექტემბერს საბერძნეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩომ მონაწილეობა მიიღო ევროპული ენების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში

2023 წლის 23 სექტემბერს საბერძნეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩომ მონაწილეობა მიიღო ევროპული ენების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში

2023 წლის 23 სექტემბერს საბერძნეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩომ მონაწილეობა მიიღო ევროპული ენების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში "ენების ევროპული დღე".
საელჩოს ძალისხმევით, ათენის ეროვნულ პარკში (Zappeio), ევროპის სხვა ქვეყნებთან და კულტურულ ინსტიტუტებთან ერთად, წარმოდგენილი გახლდათ საქართველოს სტენდი.
 ქართული ენის პოპულარიზაციის მიზნით, ღონისძიების სტუმრებს დაურიგდათ ორენოვანი ბროშურები და საინფორმაციო მასალები ქართული ენისა და კულტურის შესახებ.
მონაწილე ქვეყნის ენებზე მოეწყო საბავშვო ზღაპრების მხატვრული კითხვა.
საქართველოს საელჩოს თანამშრომლებთან ერთად ღონისძიებაში ჩაერთნენ "პეგასი-მერანის" საგანმანათლებლო ცენტრის პედაგოგები და მოსწავლეები.
სტუმრებს მიეწოდათ ინფორმაცია საქართველოს, ქართული დამწერლობის, ლიტერატურის, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების და ღირსშესანიშნაობების შესახებ.
"პეგასი-მერანის" მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს მხატვრული კითხვის საბავშვო წარმოდგენაშიც, სადაც ბერძნულ, იტალიურ, ნორვეგიულ და ქართულ ენებზე გაჟღერდა ზღაპრის ამონარიდები.
ინფორმაციას სოციალურ ქსელში ავრცელებს  საქართველოს საელჩო საბერძნეთის რესპუბლიკაში

გაუზიარე სხვასაც :

გამოქვეყნებულია: 25-09-2023, 21:37, ნანახია: 11375-ჯერ

FACEBOOK კომენტარები

მსგავსი სიახლეები:

ჩვენი პარტნიორები:

geo 1 1 1 1 1

"ემიგრანტ ტვ" შეიქმნა 2018 წელს საქართველოში, ქართველ ემიგრანტთა ხელშეწყობით. მედია პორტალის მიზანია: აქტიურად გააშუქოს ქართველ ემიგრანტთა ყოფა-ცხოვრება მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ასევე მოახდინოს ემიგრანტთა ინფორმირება მათი საჭირბოროტო საკითხებთან დაკავშირებით, ამჟამად "ემიგრანტ ტვ"-ს ადმინისტრირება ხორციელდება საბერძნეთის დედაქალაქ ათენიდან. etvgeorgia@gmail.com

ნიუ იორკი--H
ლონდონი--H
პარიზი--H
ბერლინი--H
მადრიდი--H
რომი--H
ათენი--H
თბილისი--H
my alarm clock logo