მოგესალმებათ

ქართველ ემიგრანტთა საერთაშორისო მედია პორტალი!

More forecasts: wetterlabs.de
Example image
ჰანოვერში სოხუმის დაცემის 30-ე წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

ჰანოვერში სოხუმის დაცემის 30-ე წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

2023 წლის 15 სექტემბერს, გერმანიაში, ქვემო საქსონიის დედაქალაქ ჰანოვერში, გაიმართა სოხუმის დაცემის 30-ე წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება, რომელშიც მონაწილეობა მიიღო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დიასპორასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დირექტორმა, მუხრან გულაღაშვილმა. ღონისძიებას ესწრებოდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე, რუსლან აბაშიძე და აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ჯემალ გამახარია. ღონისძიებაზე, რომელიც კულტურული საღამოს ფორმატში ჩატარდა, დამსწრე საზოგადოებას ვიდეო მიმართვით მიმართა გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ლევან იზორიამ. საღამოზე ნაჩვენები იყო აფხაზეთთან დაკავშირებული ვიდეომასალა. ასევე, გერმანიაში მოღვაწე ქართველმა მომღერლებმა ქართულ-აფხაზური სიმღერები შეასრულეს.

ღონისძიება დიასპორული ორგანიზაცია „გერმანულ-ქართული სახლის“ ორგანიზებით ჩატარდა და მას ქალაქ ჰანოვერის მერი, ადგილობრივი ხელისუფლების, გერმანული საზოგადოებისა და ქართული დიასპორის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.

ქართული დელეგაციის წევრებმა აღნიშნეს  ქართული დიასპორის მხრიდან მსგავსი სახის ინიციატივების მნიშვნელობა, რაც პოზიტიურ როლს თამაშობს საქართველოს მთავრობის მიერ გაცხადებულ სამშვიდობო პროცესებში. მათ მადლობა გადაუხადეს ღონისძიების იდეის ავტორს და ორგანიზატორს, დიასპორული ორგანიზაციის, „გერმანულ-ქართული სახლი“ ხელმძღვანელს, ნინო ციბაძეს საღამოს ორგანიზებისა და განხორციელებისათვის.

აღსანიშნავია, რომ ორგანიზაცია „გერმანულ-ქართული სახლი“  2023 წლის აპრილში, ქ. ჰანოვერში დაფუძნდა და მიზნად ისახავს  ხელოვნების, კულტურისა და განათლების სფეროს, აგრეთვე, გერმანულ-ქართული ურთიერთობების გაძლიერების მხარდაჭერას. 

სოხუმის დაცემის 30-ე წლისთავისადმი მიძღვნილი საღამოს მეორე დღეს, 16 სექტემბერს, დიასპორასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დირექტორი, მუხრან გულაღაშვილი გერმანულ-ქართულ სახლთან არსებული ქორეოგრაფიული სტუდია "კოლხის" ცეკვის გაკვეთილს დაესწრო. მუხრან გულაღაშვილმა მადლობა გადაუხადა სტუდიის ქორეოგრაფებსა და აღსაზრდელებს იმ მონდომებისა და შემართებისათვის, რაც მოზარდებმა ერთი წლის მანძილზე გამოიჩინეს, რათა შეესწავლათ ქართული ცეკვები საქართველოდან შორს, გერმანიაში. მან ყურადღება გაამახვილა საზღვარგარეთ მოქმედი ქართული დიასპორული ორგანიზაციებისა და ქართული ანსამბლების საქმიანობაზე, ეროვნული და კულტურული იდენტობის შენარჩუნების, საზღვარგარეთ  საქართველოსა და ქართული კულტურის პოპულარიზაციის კუთხით.  

16 სექტემბერს, მუხრან გულაღაშვილი ჰანოვერში მოქმედი დიასპორული ორგანიზაციის - „ჰანოვერის ქართული სათვისტომო“ თავმჯდომარეს, თორნიკე მურცხვალაძეს და სათვისტომოს წევრებს შეხვდა. საუბარი შეეხო დიასპორის როლს მათი წარმოშობის ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ, კულტურულ, თუ პოლიტიკურ პროცესებში, დიასპორის აქტიურ ჩართულობას როგორც  საქართველოში მიმდინარე პროცესებში, ასევე სახელმწიფოს მიერ შემუშავებული პროექტების განხორციელებაში. განხილულ იქნა გზები თანამშრომლობის პერსპექტივების გასაძლიერებლად.  

წყარო: gda.ge

გაუზიარე სხვასაც :

გამოქვეყნებულია: 27-09-2023, 19:08, ნანახია: 11293-ჯერ

FACEBOOK კომენტარები

მსგავსი სიახლეები:

ჩვენი პარტნიორები:

geo 1 1 1 1 1

"ემიგრანტ ტვ" შეიქმნა 2018 წელს საქართველოში, ქართველ ემიგრანტთა ხელშეწყობით. მედია პორტალის მიზანია: აქტიურად გააშუქოს ქართველ ემიგრანტთა ყოფა-ცხოვრება მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ასევე მოახდინოს ემიგრანტთა ინფორმირება მათი საჭირბოროტო საკითხებთან დაკავშირებით, ამჟამად "ემიგრანტ ტვ"-ს ადმინისტრირება ხორციელდება საბერძნეთის დედაქალაქ ათენიდან. etvgeorgia@gmail.com

ნიუ იორკი--H
ლონდონი--H
პარიზი--H
ბერლინი--H
მადრიდი--H
რომი--H
ათენი--H
თბილისი--H
my alarm clock logo