მოგესალმებათ

ქართველ ემიგრანტთა საერთაშორისო მედია პორტალი!

More forecasts: wetterlabs.de
Example image
26 სექტემბერს საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებული დეა მუმლაძე შეხვდა საბერძნეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიგრაციის, შინაგან საქმეთა და შენგენის საკითხების დეპარტამენტის დირექტორს, ელჩ ალიკი კოცომიტოპულუს

26 სექტემბერს საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებული დეა მუმლაძე შეხვდა საბერძნეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიგრაციის, შინაგან საქმეთა და შენგენის საკითხების დეპარტამენტის დირექტორს, ელჩ ალიკი კოცომიტოპულუს

2023 წლის 26 სექტემბერს საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებული დეა მუმლაძე შეხვდა საბერძნეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიგრაციის, შინაგან საქმეთა და შენგენის საკითხების დეპარტამენტის დირექტორს, ელჩ ალიკი კოცომიტოპულუს (Aliki Koutsomitopoulou).

შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და საბერძნეთს შორის მიგრაციის სფეროში თანამშრომლობის მიმართულებით ორმხრივი ხელშეკრულების შემუშავების საკითხი. მათ შორის, საქართველოს მოქალაქეებისთვის D კატეგორიის (საემიგრაციო) ვიზის მისაღებად არსებული პროცედურების გამარტივების შესაძლებლობები საბერძნეთში დროებითი, ლეგალური, დასაქმების მიზნით.

ასევე ისაუბრეს საბერძნეთში ლეგალურად, D კატეგორიის (საემიგრაციო) ვიზით, შემოსული საქართველოს მოქალაქეებისთვის შემდგომში ბინადრობის ნებართვის დაჩქარებული წესით გაცემის საკითხზე.

საქართველოს საელჩო განაგრძობს აღნიშნულ თემაზე მუშაობას და იმედოვნებს, რომ ბერძნულ მხარესთან კონსტრუქციული თანამშრომლობით უახლოეს მომავალში შესაძლებელი იქნება ხელშესახების შედეგების მიღება.

საელჩო პერიოდულად უზრუნველყოფს ინფორმაციის მოწოდებას აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით.


ინფორმაციას ავრცელებს : საქართველოს საელჩო საბერძნეთში

გაუზიარე სხვასაც :

გამოქვეყნებულია: 29-09-2023, 15:53, ნანახია: 11313-ჯერ

FACEBOOK კომენტარები

მსგავსი სიახლეები:

ჩვენი პარტნიორები:

geo 1 1 1 1 1

"ემიგრანტ ტვ" შეიქმნა 2018 წელს საქართველოში, ქართველ ემიგრანტთა ხელშეწყობით. მედია პორტალის მიზანია: აქტიურად გააშუქოს ქართველ ემიგრანტთა ყოფა-ცხოვრება მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ასევე მოახდინოს ემიგრანტთა ინფორმირება მათი საჭირბოროტო საკითხებთან დაკავშირებით, ამჟამად "ემიგრანტ ტვ"-ს ადმინისტრირება ხორციელდება საბერძნეთის დედაქალაქ ათენიდან. etvgeorgia@gmail.com

ნიუ იორკი--H
ლონდონი--H
პარიზი--H
ბერლინი--H
მადრიდი--H
რომი--H
ათენი--H
თბილისი--H
my alarm clock logo