მოგესალმებათ

ქართველ ემიგრანტთა საერთაშორისო მედია პორტალი!

More forecasts: wetterlabs.de
Example image
ნიუ იორკში წყალდიდობის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადეს

ნიუ იორკში წყალდიდობის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადეს

მედიის ინფორმაციით, ნიუ-იორკში წყალდიდობის შედეგად დატბორილია გზატკეცილები და ქუჩები, ნიუ იორკის ცნობილი პარკის ნაწილიც. განსაკუთრებით რთული ვითარებაა მანჰეტენში, ბრუკლინსა და ქუინსში. წყალდიდობის გამო დახურულია ლაგუარდიას აეროპორტის ერთ-ერთი ტერმინალი. შეფერხებით სრულდება ავიარეისები კენედის და ნევარკის საერთაშორისო აეროპორტებშიც. მეტროპოლიტენის ოთხ ხაზზე მატარებლების მოძრაობა შეჩერდა, კიდევ 12 ხაზზე მგზავრთა გადაადგილება ნაწილობრივ შეზღუდულია.

საგანგებო სამსახურების წარმომადგენლებმა დატბორილი სარდაფებიდან ექვსი ადამიანი ამოიყვანეს. მსხვერპლის ან დაზარალებულების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

წყალდიდობის გამო ნიუ იორკში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადეს. ნიუ იორკის მერმა, ერიკ ადამსმა შესაბამის განკარგულებას ხელი უკვე მოაწერა და მოქალაქეებს მაქსიმალური სიფრთხილისკენ მოუწოდა. საგანგებო სამსახურები ნიუ იორკის მცხოვრებლებს მოუწოდებენ, მანქანით გადაადგილებისგან თავი შეიკავონ და სახიფათო ვითარებას მოერიდონ.

როგორც მედია წერს, ნიუ იორკში ერთ კვირაზე მეტია, გადაუღებლად წვიმს. სინოპტიკოსების ცნობით, მსგავსი რაოდენობის ნალექი ნიუ იორკში 1882 წლის შემდეგ არ მოსულა.

გაუზიარე სხვასაც :

გამოქვეყნებულია: 29-09-2023, 21:44, ნანახია: 11414-ჯერ

FACEBOOK კომენტარები

მსგავსი სიახლეები:

ჩვენი პარტნიორები:

geo 1 1 1 1 1

"ემიგრანტ ტვ" შეიქმნა 2018 წელს საქართველოში, ქართველ ემიგრანტთა ხელშეწყობით. მედია პორტალის მიზანია: აქტიურად გააშუქოს ქართველ ემიგრანტთა ყოფა-ცხოვრება მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ასევე მოახდინოს ემიგრანტთა ინფორმირება მათი საჭირბოროტო საკითხებთან დაკავშირებით, ამჟამად "ემიგრანტ ტვ"-ს ადმინისტრირება ხორციელდება საბერძნეთის დედაქალაქ ათენიდან. etvgeorgia@gmail.com

ნიუ იორკი--H
ლონდონი--H
პარიზი--H
ბერლინი--H
მადრიდი--H
რომი--H
ათენი--H
თბილისი--H
my alarm clock logo