მოგესალმებათ

ქართველ ემიგრანტთა საერთაშორისო მედია პორტალი!

More forecasts: wetterlabs.de
Example image
გზა ფეხბურთელობიდან-პროფესიონალ “პიცაიოლომდე”- ქართველი ემიგრანტი იტალიაში

გზა ფეხბურთელობიდან-პროფესიონალ “პიცაიოლომდე”- ქართველი ემიგრანტი იტალიაში

თბილისში დაბადებული 28 წლის, ფეხბურთელი ლევან ფეიქიშვილი, საყვარელი სპორტის განვითარების მიზნით იტალიაში გადაწყვიტა წასვლა. ლაციოს რეგიონში, რომის და ნეაპოლს შორის ქ.სპერლონგაში. “ნეაპოლიც და რომიც ძალიან მომწონს ამიტომ შუაში ვამჯობინე ყოფნა”- აღნიშნავს ლევანი. როგორც იტყვიან- ყველაფერი ისე არ ხდება, როგორც ვგეგმავთო, ასე მოხდა ლევანის შემთხვევაშიც. ძალიან საინტერესო ინტერვიუ გამოვიდა ჩვენს სტუმართან - გზა ფეხბურთელობიდან-პროფესიონალ “პიცაიოლომდე”.

1. რატომ გადაწყვიტეთ ემიგრაციაში წამოსვლა. ვინ ან რა იყო მთავარი მოტივი?

⁃ ემიგრაციაში წამოსვლის მიზეზი იყო თავიდან ფეხბურთი რადგან მოგეხსენებათ იტალია საფეხბურთო ქვეყანა და მინდოდა ბავშვობის ოცნება ამეხდინა, მაგრამ მარტო ფეხბურთიც არ იყო მინდოდა მესწავლა ეს იქნებოდა საფეხბურთო განხრით თუ სხვა პროფესია. Წამოსვლამდე დავოჯახდი და რათქმაუნდა დიდი პასუხისმგებლობა დამეკისრა.

2. როგორ წარმოგედგინათ და როგორი დაგხვდათ აქაური- ემიგრანტული ყოფა?

⁃ თავიდან რათქმაუნდა ძალიან რთულია თავის დამკვიდრება როდესაც ენა არ იცი. საბუთების პრობლემა, რომელის რეგულირება ძალიან იწელება, ასევე ფინანსური მხარე, აქ არავინ არაფერს გაჩუქებს. … ეს ყველაფერი გააზრებული მქონდა. ვცდილობდი ენა რაც შეიძლება მალე მესწავლა.
დავიწყე ფეხბურთის თამაში დაბალი ჩემპიონატიდან რადგან ფორმა შემენარჩუნებინა, მაგრამ ხელფასი ძალიან მცირე იყო, ამიტომ გადავწყვიტე პარალელურად მემუშავა. პირველი სამსახური სუშის ლაბორატორია იყო. ამზადებდნენ და შემდგომ ანაწილებდნენ სხვა და სხვა ქალაქებში. ჩემთვის იმ მომენტში ძალიან მნიშვნელოვანი იყო ეს სამსახური, რადგან ხელფასის გარდა მქონდა ურთიერთობა ადამიანებთან და ენის ათვისებაში მეხმარებოდა და ვეცნობოდი აქაურ მენტალიტეტს, ტრადიციებს. ვსვამდი კითხვებს და ვგებულობდი თუ რა უნდა გამეთვალისწინებინა თუ დარჩენას გადავწყვეტდი. Შემდეგ შეიცვალა გუნდი, ქალაქი… ფეხბურთის ამბებიც კარგად მიდიოდა, მაგრამ დაიწყო პანდემია იტალიაში და ყველამ იცის დაიკეტა ყველაფერი. მაღაზიაში გასასვლელადაც კი უნდა დაგვეწერა განაცხადი, ფეხბურთზე აღარაფერს ვამბობ. ამ პერიოდში გადავწყვიტე შემესწავლა სხვა პროფესია. მივედი ერთ პატარა პიცერიაში სასწავლებლად. დავინტერესდი აქაური კულინარით. მოგეხსენებათ, იტალიაში პიცის კეთება ხელოვნებად არის გცეული “Arte bianca” ანუ თეთრ ხელოვნებას ეძახიან. Ამ საქმეს სერიოზულად მოვეკიდე. იტალიელებისგან ბევრ კარგ შეფასებას ვიღებდი და უფრო მეტი სტიმული მეძლეოდა. უფრო მეტიც, სადაც დამხმარედ დავიწყე მუშაობა, მეპატრონე მთავაზობდა მე ამეღო პიცერია და ისე მემუშავა, მაგრამ ამ საქმის დაწყება ფინანსებს და დიდ პასუხისმგებლობას ითხოვს. მეტი გამოცდილების მისაღებად წავედი ცნობილ მაესტრო “პიცაიოლოსთან”ნეაპოლში მასტერკლასზე. სულ ოცამდე პიცის მცხობელი ვიყავით, ზოგს უკვე ქონდა საკუთარი პიცერია. შემდგომ იყო შემაჯამებელი ჩვენება- უნდა გავსულიყავით და გაგვეკეთებინა პიცა. წარდგენის ორგანიზატორმა როცა გაიგო საქართველოდან ვიყავი, ემოცია ვერ დამალა. თავად ნაპოლის დიდი გულშემატკივარია და მაშინვე კვარა მიხსენა: - გავხარ რაღაცითო… ასე გამოვნახეთ საერთო ენა.
ატესტატის გადმოცემის დროს შემომთავაზა თავისთან მუშაობა, რაც ჩემთვის ძალიან ამაღელვებელი იყო ასეთი ცნობილი მაესტრო პიცაიოლოსგან.

3. რამდენ ხანს დარჩებით ემიგრაციაში, თუ გაქვს განსაზღვრული დრო?

⁃ Ზუსტად არ ვიცი რა დროით მომიწევს დარჩენა მაქვს გეგმები იდეები რომლებსაც დრო და შრომა ჭირდება, მაგრამ საბოლოოდ რათქმაუნდა საქართველოში ვგეგმავ წასვლას.

4. ემიგრაციაში გყავთ თუ არა ოჯახის წევრი ან ძალიან ახლობელი და მათი როლი ამ პერიოდის ცხოვრებასთან.

⁃ ემიგრაციაში მყავს დედა და ოჯახი. სამწუხაროდ დედას ჯანმრთელობის პრობლემები აქვს და მკურნალობს უკვე 4 წელია სულ სავადმყოფოში გვიწევს სიარული- ეს ფაქტი უფრო მეტ შრომის ძალას მაძლევს. ჩემი ბიჭი ანდრია 7 წლისაა. აქ დადის სკოლაში და ადგილობრივ საფეხბურთო სკოლაში. იმედია გვასახელებს როგორც კვარა.

5 გაქვს თუ არა არჩეული პროფესია და რას აკეთებ ამის მისაღწევად.

⁃ Ძალიან მომწონს რესტორნის სფერო ძალიან შრომატევადი პროფესიაა, მაგრამ მიყვარს, სწორედ ამიტომ ვსწავლობ რესტორნის მენეჯმენტზე. ადვილი ნამდვილად არ არის სწავლის და მუშაობის შეთავსება, მაგრამ მინდა რომ უფრო განვავითარო ჩემი საქმიანობა.

6 რას ურჩევდით იმ ახალგაზრდებს, ვინც სამომავლოდ გეგმავს ემიგრაციაში წამოსვლას?

⁃ როცა ემიგრაციაში მოდიხარ, აუცილებლად მიზანი უნდა დასახული გქონდეს. უნდა იცოდე რა გინდა, რომ იმისთვის დაიწყო ბრძოლა და შრომა. უნდა გააცნობიერო თავიდანვე, რომ შეიძლება ყველანირ სირთულესთან მოგიწიოს ბრძოლა, მაგრამ თუ გულით გინდა ყველაფერი გამოვა. არ შეგეშინდეთ სიახლეების.

Დიდი მადლობა რომ ჩემით დაინტერესდით. ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. დიდ წარმატებას გისურვებთ ამ კარგ ქართულ წამოწყებაში, რაც შემეძლება თქვენს გვერდით მიგულეთ.

ინტერვიუ მოამზადა გაზეთ "ქართული ფესვების" რედაქტორმა: ნინო სიბოშვილმა


გაზეთის შესაძენად დაგვიკავშირდით :
Tel: +39 327 2380887 დეა
Whatsapp: +39 3287471843 ნინო
ელ-ფოსტა: Qartuliphesvebi@gmail.com

გაუზიარე სხვასაც :

გამოქვეყნებულია: 30-09-2023, 22:04, ნანახია: 11881-ჯერ

FACEBOOK კომენტარები

მსგავსი სიახლეები:

ჩვენი პარტნიორები:

geo 1 1 1 1 1

"ემიგრანტ ტვ" შეიქმნა 2018 წელს საქართველოში, ქართველ ემიგრანტთა ხელშეწყობით. მედია პორტალის მიზანია: აქტიურად გააშუქოს ქართველ ემიგრანტთა ყოფა-ცხოვრება მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ასევე მოახდინოს ემიგრანტთა ინფორმირება მათი საჭირბოროტო საკითხებთან დაკავშირებით, ამჟამად "ემიგრანტ ტვ"-ს ადმინისტრირება ხორციელდება საბერძნეთის დედაქალაქ ათენიდან. etvgeorgia@gmail.com

ნიუ იორკი--H
ლონდონი--H
პარიზი--H
ბერლინი--H
მადრიდი--H
რომი--H
ათენი--H
თბილისი--H
my alarm clock logo