მოგესალმებათ

ქართველ ემიგრანტთა საერთაშორისო მედია პორტალი!

More forecasts: wetterlabs.de
Example image
,,მხოლოდ ქართული ხმა გააგონეთ !" - ემიგრანტების ჯგუფში ემოციური მიმართვა ვრცელდება

,,მხოლოდ ქართული ხმა გააგონეთ !" - ემიგრანტების ჯგუფში ემოციური მიმართვა ვრცელდება

ქართველი ემიგრანტების ჯგუფში ემოციური პოსტი ვრცელდება.

პოსტის ავტორი ბარსელონაში მყოფ ემიგრანტებს თხოვნით მიმართავს.

პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

,,ემიგრანტებო, გთხოვთ გააზიაროთ...  მოგმართავთ თხოვნით. ესპანეთში მყოფ, ქართული სულის ვაჟკაცებს, უფლის შვილებს. ბარსელონას ერთ-ერთ საავადმყოფოში ქართველი ვაჟკაცი კვდება! მას არ იცნობთ, რადგან ახალი შემოსულია და პირდაპირ საავადმყოფოში მოხვდა. მას არ სჭირდება არც ფული, არც საჭმელი. მესიჯსაც კი ვერ წერს. იმდენი ვწერე, ექიმმა მომწერა, არ შეუძლია, უმაღლეს დოზას ვუკეთებთ გამაყუჩებელს და ვერ ვაყუჩებთ მაინც ტკივილსო. გთხოვთ, მიდით ქართველებო, ვისაც შეგიძლიათ, მხოლოდ ქართული ხმა გააგონეთ, ,,ძმაო ნუ გეშინია, აქ ვარ". ხვალ შეიძლება გვიანი იყოს, დათვლილია დღეები მისი. მას სახლში, საქართველოში მხოლოდ მოხუცი 90 წლის მამა ელოდება, დამსახურებული მასწავლებელი, რომელსაც არაერთი თაობა გაუზრდია და არაფერი იცის.

საელჩოს ყურამდეც მიიტანოთ იქნებ, რომ აღრიცხვაზე აიყვანონ, რადგან ცოცხალი უკან ვერ დაბრუნდება. სახელს და გვარს პირადში მოგწერთ, ვინც დაინტერესდებით. არ იცის მშობელმა და ვერიდები. მადლობა წინასწარ...", - წერენ ჯგუფში.


წყარო: primetime.ge

გაუზიარე სხვასაც :

გამოქვეყნებულია: 3-10-2023, 15:29, ნანახია: 11509-ჯერ

FACEBOOK კომენტარები

მსგავსი სიახლეები:

ჩვენი პარტნიორები:

geo 1 1 1 1 1

"ემიგრანტ ტვ" შეიქმნა 2018 წელს საქართველოში, ქართველ ემიგრანტთა ხელშეწყობით. მედია პორტალის მიზანია: აქტიურად გააშუქოს ქართველ ემიგრანტთა ყოფა-ცხოვრება მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ასევე მოახდინოს ემიგრანტთა ინფორმირება მათი საჭირბოროტო საკითხებთან დაკავშირებით, ამჟამად "ემიგრანტ ტვ"-ს ადმინისტრირება ხორციელდება საბერძნეთის დედაქალაქ ათენიდან. etvgeorgia@gmail.com

ნიუ იორკი--H
ლონდონი--H
პარიზი--H
ბერლინი--H
მადრიდი--H
რომი--H
ათენი--H
თბილისი--H
my alarm clock logo