მოგესალმებათ

ქართველ ემიგრანტთა საერთაშორისო მედია პორტალი!

More forecasts: wetterlabs.de
Example image
ეგეოსის ზღვა: მას შემდეგ, რაც 51 მიგრანტი იახტიდან კუნძულ მიკონოსზე გადავიდა, საბერძნეთის სანაპირო დაცვამ ადამიანებით მოვაჭრეები დააკავა

ეგეოსის ზღვა: მას შემდეგ, რაც 51 მიგრანტი იახტიდან კუნძულ მიკონოსზე გადავიდა, საბერძნეთის სანაპირო დაცვამ ადამიანებით მოვაჭრეები დააკავა

საბერძნეთის სანაპირო დაცვის სამსახური (HCG) იტყობინება, რომ ოთხშაბათს, 30 აგვისტოს, ადამიანებით ვაჭრობაში ეჭვმიტანილი 3 პირი დააკავა. ტრეფიკერების დაპატიმრების ოპერაცია მას შემდეგ განხორციელდა, რაც მათ მიერ შეგროვებულმა 51 მიგრანტმა იახტა დატოვა და კუნულ მიკონოსის პლაჟზე გადავიდა.

მიგრანტებს შორის 42 მამაკაცი, 8 ქალი და ერთი არასრულწლოვანია. სანაპირო დაცვის სამსახურმა მათ შესახებ ინფორმაცია მაშინ მიიღო, როდესაც ოთხშაბათს, შუადღისას, ყველა მათგანი იახტიდან კუნძულზე გადავიდა.

ოთხი საპატრულო ნავისა და ვერტმფრენის მონაწილეობით ოპერაციის ჩატარების შემდეგ, HCG-მა შეძლო დაედგინა, რომ მიგრანტები მიკონოსზე დელავერის შტატის დროშით მცურავი იახტა „ავრორადან“ მოხვდნენ.

საბერძნეთის სანაპირო დაცვის განცხადებით, ამის შემდეგ იახტა კუნძულ პატმოსის ნავსადგურში შევიდა, სადაც ზემოთ დასახელებული ადამიანებით მოვაჭრე 3 პირის დაკავების ოპერაცია ჩატარდა. სანაპირო დაცვის სამსახური ასევე ადასტურებს, რომ ზოგიერთმა მიგრანტმა ისინი ტრეფიკერებად დაასახელა.

HCG-ის ცნობით, სამეულს ბრალი წაუყენეს ოლქში უკანონოდ შესვლასა და გამოსვლაში, ასევე დანაშაულებრივი ორგანიზაციის წევრობაში. ადამიანებით ვაჭრობაში ეჭვმიტანილებს იახტა ჩამოერთვათ.

გაუზიარე სხვასაც :

გამოქვეყნებულია: 1-09-2023, 00:32, ნანახია: 11322-ჯერ

FACEBOOK კომენტარები

მსგავსი სიახლეები:

ჩვენი პარტნიორები:

geo 1 1 1 1 1

"ემიგრანტ ტვ" შეიქმნა 2018 წელს საქართველოში, ქართველ ემიგრანტთა ხელშეწყობით. მედია პორტალის მიზანია: აქტიურად გააშუქოს ქართველ ემიგრანტთა ყოფა-ცხოვრება მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ასევე მოახდინოს ემიგრანტთა ინფორმირება მათი საჭირბოროტო საკითხებთან დაკავშირებით, ამჟამად "ემიგრანტ ტვ"-ს ადმინისტრირება ხორციელდება საბერძნეთის დედაქალაქ ათენიდან. etvgeorgia@gmail.com

ნიუ იორკი--H
ლონდონი--H
პარიზი--H
ბერლინი--H
მადრიდი--H
რომი--H
ათენი--H
თბილისი--H
my alarm clock logo