მოგესალმებათ

ქართველ ემიგრანტთა საერთაშორისო მედია პორტალი!

More forecasts: wetterlabs.de
Example image
საქართველოს საელჩოს ინფორმაციით, შეიარაღებული თავდასხმის დროს ღაზის სექტორში საქართველოს ოთხი მოქალაქე იმყოფებოდა, ამ ეტაპზე ოთხივე უსაფრთხო ადგილასაა

საქართველოს საელჩოს ინფორმაციით, შეიარაღებული თავდასხმის დროს ღაზის სექტორში საქართველოს ოთხი მოქალაქე იმყოფებოდა, ამ ეტაპზე ოთხივე უსაფრთხო ადგილასაა

საქართველოს საელჩოს ხელთ არსებული ინფორმაციით, შეიარაღებული თავდასხმის დროს ღაზის სექტორში საქართველოს ოთხი მოქალაქე იმყოფებოდა. ამ ეტაპზე ოთხივე მათგანი უსაფრთხო ადგილასაა, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.

უწყების ინფორმაციით, აღნიშნული ინფორმაცია დადასტურდა როგორც ისრაელის მხარესთან, ასევე ამ ოთხი პიროვნებიდან ერთ-ერთთან კომუნიკაციის შედეგად.

„რაც შეეხება ინტერნეტსივრცეში გავრცელებულ ფოტომასალას, მიმდინარეობს დადგენა და სანამ არ გაირკვევა დეტალები, დაუზუსტებელი ინფორმაციის გავრცელებისგან, გთხოვთ, თავი შეიკავოთ“, – აღნიშნავენ უწყებაში.

ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით რაკეტები გუშინ, გამთენიისას გაუშვეს. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა მოძრაობა „ჰამასმა“ აიღო. ისრაელის მედიაში გავრცელებული ბოლო ინფორმაციით, „ჰამასის“ სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 300-მდე გაიზარდა. ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.

ისრაელში მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის ამოქმებულია ცხელი ხაზი.

გაუზიარე სხვასაც :

გამოქვეყნებულია: 8-10-2023, 15:01, ნანახია: 11457-ჯერ

FACEBOOK კომენტარები

მსგავსი სიახლეები:

ჩვენი პარტნიორები:

geo 1 1 1 1 1

"ემიგრანტ ტვ" შეიქმნა 2018 წელს საქართველოში, ქართველ ემიგრანტთა ხელშეწყობით. მედია პორტალის მიზანია: აქტიურად გააშუქოს ქართველ ემიგრანტთა ყოფა-ცხოვრება მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ასევე მოახდინოს ემიგრანტთა ინფორმირება მათი საჭირბოროტო საკითხებთან დაკავშირებით, ამჟამად "ემიგრანტ ტვ"-ს ადმინისტრირება ხორციელდება საბერძნეთის დედაქალაქ ათენიდან. etvgeorgia@gmail.com

ნიუ იორკი--H
ლონდონი--H
პარიზი--H
ბერლინი--H
მადრიდი--H
რომი--H
ათენი--H
თბილისი--H
my alarm clock logo