მოგესალმებათ

ქართველ ემიგრანტთა საერთაშორისო მედია პორტალი!

More forecasts: wetterlabs.de
Example image
გაზეთი "ქართული ფესვები " და ნინო სიბოშვილი, ანუ დიდი ქართული საქმეების კვალდაკვალ

გაზეთი "ქართული ფესვები " და ნინო სიბოშვილი, ანუ დიდი ქართული საქმეების კვალდაკვალ

რიტორიკაში წერია, ყველაფერი შესავლით იწყებაო, ჰოდა, მე და ნინო სიბოშვილის გაცნობა და გაზეთ "ქართულ ფესვებთან" დამეგობრება კარგი შესავლით დაიწყო.

ეს მრავალპროფილური და მაღალხარისხიანი გაზეთი რამდენიმე მიზეზით არის საინტერესო და მნიშვნელოვანი პერიოდული გამოცემა, ერთ- ერთი მთავარი კი ის ადამიანები არიან, ვინც მის ფურცლებზე იდებენ ბინას და ტოვებენ საამაყო სახელს.

საქართველოდან უცხოეთში სამუშაოდ წასული ემიგრაციისთვის პოეზია, პროზა თუ მხატვრობა ყველაზე დიდი საყრდენ - მეგზურია, რომლებშიც ისინი საკუთარ მისწრაფებასა და იმედს აქსოვენ. ეს გაზეთი კი მათი ხელშემწყობია, იმედი და მესაიდუმლეა.

სხვათა შორის, ამ გაზეთში მხოლოდ ქართულად ამეტყველებული სტატიები კი არა, იტალიურენოვანი გვერდიცაა - სწორედ ეს არის ამ გაზეთის ტოლერანტული ფუნქცია - ერებს შორის მეგობრული ხიდის მისია იტვირთოს.

მკითხველს ალბათ ნათლად წარმოუდგენია, "ქართულმა ფესვებმა" რამდენ უცხოელს დაამახსოვრა ქართული ანბანი, ქართული სახეები, ქართული სიტყვები თუ საქართველოს არემარე. რამდენ უცხოელს შეუქმნა ამაღლებული წარმოდგენა მის ოჯახში წლობით სამუშაოდ მყოფ ქართველზე...

ეს გაზეთი დიდი სიყვარულით იწერება და იკინძება - სულიერივით იბადება და მიდის მკითხველამდე. მისი სულისჩამდმელი კი ნინო სიბოშვილი გახლავთ. შესანიშნავი პიროვნება, პატრიოტი, ჟურნალისტი, დედა, მეგობარი და საზოგადო მოღვაწე. ქალბატონი ნინო გულდასმით და სათუთად ეპყრობა გაზეთის თითოეულ დეტალს - სტატიის შინაარსიდან- რესპოდენტამდე.

მახსოვს, ქალბატონ ნინოს სოციალურ ქსელში მოულოდნელად გადავეყარე და მას მერე ჩვენი და გაზეთის მეგობრობა მტკიცედ გრძელდება.

"ქართული ფესვები" გავიცანი თუ არა, გადავწყვიტე აკადემია "გვირილას" მასშტაბური პროექტებისთვის დამეკავშირებინა. მე არაერთი გაზეთის რედაქტორი თუ კორესპონდენტი გახლდით და ვიცოდი, რა ასულდგმულებს გაზეთს, ამიტომ გადავწყვიტე გვერდში დავდგომოდით ერთმანეთს და ამ გაზეთის შესახებ მეტს გაეგო. გაიგეს კიდეც - ამერიკიდან საქართველოში საგასტროლოდ ჩამოსულ ანსამბლ "ფესვებსა" და მათ ხელმძღვანელებს შორენასა და ვანოს თბილისის ფილარმონიის დიდ სცენაზე მხარდამჭერად წარვუდგინეთ და შევპირდით, რომ მათი ტურნეს შესახებ აქ უთუოდ დაიწერებოდა.

მალე "ქართულმა ფესვებმა" "გვირილასა" და ქალბატონ ერნა წიფურიას მიერ პარიზში დაგეგმილ "ქართულ - ფრანგული კულტურის დღეებში" მიიღო მონაწილეობა და საფრანგეთის სრულუფლებიან ელჩს ბატონ გოჩა ჯავახიშვილს გავაცანით. იქაური ემიგრაციისთვის ასეთი გაზეთი ტაშის ღირსი გახდა და ქებაც არ დაიშურეს.

"ქართული ფესვები" 21 სექტემბერს Silk Factory studio - ში და 5 ნოემბერს ბილთმორში "გვირილასა" და ერნა წიფურიას, ასოციაცია "საქართველოს ქალბატონებისა" და ნინა ჩიხლაძის, აგრეთვე ჩემ მიერ დაგეგმილი ორი დიდი კულტურული პროექტის მხარდამჭერია და სპეციალური დიპლომით დაჯილდოვდება საზოგადოების განვითარებაში შეტანილი უდიდესი წვლილისთვის, ხოლო ქალბატონ ნინო სიბოშვილს ქართული საქმის პოპულარიზაციისთვის "საქართველოს ქალბატონის" ტიტული მიენიჭება და სიმბოლური გვირგვინი გადაეცემა.

ვფიქრობ, თითოეულმა ქართველმა უნდა შეუწყოს ხელი ამ გაზეთის პოპულარიზაციას, რათა ჩვენი ხმა მთელ მსოფლიოში ისმოდეს და უკვდავყოფდეთ ყოველივე ქართულს.

მადლობა ქალბატონ ნინო სიბოშვილს ქართული საქმის ერთგულებისთვის.
ასევე მადლობა მის ქალიშვილებს - დეა და სალომე სიბოშვილებს- რომლებიც დედის თანამოაზრეები არიან ამ დიდ საქმეში.

აქვე უნდა აღვნიშნო, რომ გაზეთი "ქართული ფესვები" ოქტომბერში დაგეგმილი "ქართულ - იტალიური კულტურის დღეების" ოფიციალური მხარდამჭერი და თანაორგანიზატორია ქ- ონ ერნა წიფურიასთან ერთად.

წინ დიდი გზა და გეგმებია!
ჩვენი სიყვარული და მხარდაჭერა ნინო სიბოშვილს დიდ ქართულ საქმეებში.


მასალა მოამზადა: ია ჯღარკავამ, დეა და სალომე სიბოშვილები


გაზეთის შესაძენად დაგვიკავშირდით :
Tel: +39 327 2380887 დეა
Whatsapp: +39 3287471843 ნინო
ელ-ფოსტა: Qartuliphesvebi@gmail.com

გაუზიარე სხვასაც :

გამოქვეყნებულია: 10-10-2023, 22:00, ნანახია: 11665-ჯერ

FACEBOOK კომენტარები

მსგავსი სიახლეები:

ჩვენი პარტნიორები:

geo 1 1 1 1 1

"ემიგრანტ ტვ" შეიქმნა 2018 წელს საქართველოში, ქართველ ემიგრანტთა ხელშეწყობით. მედია პორტალის მიზანია: აქტიურად გააშუქოს ქართველ ემიგრანტთა ყოფა-ცხოვრება მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ასევე მოახდინოს ემიგრანტთა ინფორმირება მათი საჭირბოროტო საკითხებთან დაკავშირებით, ამჟამად "ემიგრანტ ტვ"-ს ადმინისტრირება ხორციელდება საბერძნეთის დედაქალაქ ათენიდან. etvgeorgia@gmail.com

ნიუ იორკი--H
ლონდონი--H
პარიზი--H
ბერლინი--H
მადრიდი--H
რომი--H
ათენი--H
თბილისი--H
my alarm clock logo