მოგესალმებათ

ქართველ ემიგრანტთა საერთაშორისო მედია პორტალი!

More forecasts: wetterlabs.de
Example image
14 ოქტომბერს, შაბათს, 17:00 საათზე ათენში - ,,ანტიკური ვანიდან - ელადამდე"

14 ოქტომბერს, შაბათს, 17:00 საათზე ათენში - ,,ანტიკური ვანიდან - ელადამდე"

⚜ ამა წლის 14 ოქტომბერს, შაბათს, 17:00 საათზე, გულითადად ვიწვევთ ათენის ქართულ დიასპორას, განსაკუთრებით, ვანელებს და ანტიკური ვანის კულტურით დაინტერესებულ ქართველ და ბერძენ მეგობრებს თემატური საღამოზე:
🇬🇪 ,,ანტიკური ვანიდან - ელადამდე"🇬🇷.
🔸 პროგრამა
- მისალმებები: ავთანდილ მიქაბერიძე, ნანა შურაძე & თათია პაიკიძე.
- ლექცია-საუბარი თემაზე:
⚜ ,,ძველი კოლხეთი და ანტიკური სამყარო"⚜.
მომხსენებელი: საქართველოს ეროვნული მუზეუმის ოთარ ლორთქიფანიძის სახ. ვანის არქეოლოგიური მუზეუმ-ნაკრძალის მმართველი, ისტორიკოს-არქეოლოგი ომარ გაბუნია.
🔹 საპატიო სტუმრის სტატუსით გვეყოლება ცნობილი იმერელი მომღერალი და კომპოზიტორი მურმან შათირიშვილი.
🔹 საღამოს ბოლოს, იქვე დარბაზში, გაიმართება მცირე კონცერტი და მიღება - ,,იმერული შემოდგომის ნობათი".
🔸 ამჟამინდელი შეკრების საბაბი გახლავთ ის, რომ წინა დღეებში ათენს ეწვევა ქ. ვანის კულტურის ცენტრთან არსებული ქორეოგრაფიული ანსამბლი ,,ახალი ერა" (ქორეოგრაფები: რიტა ორმოცაძე და რატი მამასახლისი; სამხატვრო ხელმძღვანელი მიხეილ პირველაშვილი), რომელიც 15 ოქტომბერს, თეატრში ,,კნოსოს" ერთობლივ კონცერტს გამართავს ათენის ქართული ცეკვებისა და სიმღერების ანსამბლ ,,კავკასიასთან" ერთად.
🔸 აღსანიშნავია, რომ ეს იქნება ,,კავკასიას" მიერ ინიცირებული რიგით მეოთხე თემატური შეხვედრა ქართულ ემიგრაციასთან.
პირველი ორი საღამო საკმაოდ წარმატებით გაიმართა წინა წლებში:
1. ,,მესხეთიდან - ელადამდე" (25.03.2018);
2. ,,ისტორიული ჰერეთიდან (აზერბაიჯანი) - ელადამდე" (22.09.2019).
🔹 რიგით მესამე ღონისძიება დაგეგმილია შემდეგ შაბათს, 7 ოქტომბერს:
🇬🇪 ,,კახეთიდან (ახმეტა) - ელადამდე"🇬🇷,
ცნობილი მომღერლისა და მენეჯერის მალხაზ მელქუაშვილის უშუალო მონაწილეობითა და თანადგომით.
🔸 მსგავსი თემატური საღამოები მიზნად ისახავენ ჩვენი ქვეყნის ისტორიული და კულტურული ღირშესანიშნაობების გაცნობას როგორც საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსული ემიგრანტებისათვის, ასევე ადგილობრივი ბერძნებისათვის.
🔸 დასწრება: თავისუფალი (მოსაწვევი ბარათებით).
🔸 გთხოვთ, დარეგისტრირდეთ შემდეგ ტელეფონებზე:
210.7211226 / 6999.640412 / 6995.956444 / 6995.984242
🏦 მისამართი: პატისიონის ქ. 81 (იგივე 28 ოქტომბრის ქუჩა), 1 სართ. (,,ვიქტორიას მოედანი").
🔸 ათენის განათლებისა და კულტურის ცენტრი ,,კავკასია"

გაუზიარე სხვასაც :

გამოქვეყნებულია: 11-10-2023, 14:34, ნანახია: 11270-ჯერ

FACEBOOK კომენტარები

მსგავსი სიახლეები:

ჩვენი პარტნიორები:

geo 1 1 1 1 1

"ემიგრანტ ტვ" შეიქმნა 2018 წელს საქართველოში, ქართველ ემიგრანტთა ხელშეწყობით. მედია პორტალის მიზანია: აქტიურად გააშუქოს ქართველ ემიგრანტთა ყოფა-ცხოვრება მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ასევე მოახდინოს ემიგრანტთა ინფორმირება მათი საჭირბოროტო საკითხებთან დაკავშირებით, ამჟამად "ემიგრანტ ტვ"-ს ადმინისტრირება ხორციელდება საბერძნეთის დედაქალაქ ათენიდან. etvgeorgia@gmail.com

ნიუ იორკი--H
ლონდონი--H
პარიზი--H
ბერლინი--H
მადრიდი--H
რომი--H
ათენი--H
თბილისი--H
my alarm clock logo