მოგესალმებათ

ქართველ ემიგრანტთა საერთაშორისო მედია პორტალი!

More forecasts: wetterlabs.de
Example image
პარიზში ელექტრო სკუტერების გაქირავება მიმდინარე კვირიდან აიკრძალება

პარიზში ელექტრო სკუტერების გაქირავება მიმდინარე კვირიდან აიკრძალება

პარიზში მიმდინარე კვირაში ელექტრო სკუტერების გაქირავება აიკრძალება.

აქამდე გადაწყვეტილების შეცვლის მოლოდინი არსებობდა, თუმცა კომპანიებმა, რომლებიც ელექტრო სკუტერების სერვისის ლიცენზიას ფლობენ, CNBC-ს დაუდასტურეს, რომ 1 სექტემბრის დედლაინამდე ამოიღებენ სკუტერებს. სამი კომპანია პარიზის მასშტაბით ჯამში 15 000 სკუტერს ფლობს. 

შეზღუდვას წინ უძღოდა აპრილში ჩატარებული რეფერენდუმი, სადაც მოქალაქეებს უნდა დაეფიქსირებინათ, ემხრობოდნენ თუ ეწინააღმდეგებოდნენ სკუტერების დაქირავებას. 90%-მა მხარი აკრძალვას დაუჭირა.

საგულისხმოა, რომ თავის დროზე პარიზი ერთ-ერთი პიონერი იყო და ქალაქში სკუტერები 2018 წლიდან გამოჩნდა, თუმცა ტრანსპორტის პოპულარობის ზრდასთან ერთად, გაიზარდა ინციდენტების რაოდენობაც, რომელთა ნაწილსაც ადამიანების სიცოცხლე ემსხვერპლა. აკრძალვის მომხრეთა ნაწილის არგუმენტია ისიც, რომ სკუტერით გადაადგილებისას ადამიანები მოძრაობის წესებს არღვევენ.

აღსანიშნავია, რომ შეზღუდვა არ შეეხება სკუტერებს, რომლებიც კერძო საკუთრებაშია და ის მხოლოდ გაქირავების სერვისს კრძალავს. სკუტერების გაქირავების სერვისი ჯერ კიდევ არსებობს საფრანგეთის სხვა ქალაქებში, მათ შორის მარსელსა და ლიონში. ბევრმა ქალაქმა შემოიღო შეზღუდვები სკუტერებზე, როგორიცაა სიჩქარის ლიმიტი. ზოგი მათ ტროტუარებზე და ველოსიპედის ბილიკებზე ტარების საშუალებას აძლევს, ზოგი კი არა. თუმცა, პირდაპირი აკრძალვები იშვიათია.

წყარო: ტ/კ "ფორმულა"

გაუზიარე სხვასაც :

გამოქვეყნებულია: 1-09-2023, 21:29, ნანახია: 11291-ჯერ

FACEBOOK კომენტარები

მსგავსი სიახლეები:

ჩვენი პარტნიორები:

geo 1 1 1 1 1

"ემიგრანტ ტვ" შეიქმნა 2018 წელს საქართველოში, ქართველ ემიგრანტთა ხელშეწყობით. მედია პორტალის მიზანია: აქტიურად გააშუქოს ქართველ ემიგრანტთა ყოფა-ცხოვრება მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ასევე მოახდინოს ემიგრანტთა ინფორმირება მათი საჭირბოროტო საკითხებთან დაკავშირებით, ამჟამად "ემიგრანტ ტვ"-ს ადმინისტრირება ხორციელდება საბერძნეთის დედაქალაქ ათენიდან. etvgeorgia@gmail.com

ნიუ იორკი--H
ლონდონი--H
პარიზი--H
ბერლინი--H
მადრიდი--H
რომი--H
ათენი--H
თბილისი--H
my alarm clock logo