მოგესალმებათ

ქართველ ემიგრანტთა საერთაშორისო მედია პორტალი!

More forecasts: wetterlabs.de
Example image
2023 წლის 17 ოქტომბერს თესალონიკში საქართველოს გენერალურმა კონსულმა ნოდარ კომახიძემ და ვიცე-კონსულმა კარლო ჩხაიძემ შეხვედრა გამართეს

2023 წლის 17 ოქტომბერს თესალონიკში საქართველოს გენერალურმა კონსულმა ნოდარ კომახიძემ და ვიცე-კონსულმა კარლო ჩხაიძემ შეხვედრა გამართეს

 2023 წლის 17 ოქტომბერს თესალონიკში საქართველოს გენერალურმა კონსულმა ნოდარ კომახიძემ და ვიცე-კონსულმა კარლო ჩხაიძემ შეხვედრა გამართეს ქ. თესალონიკის მე-40 საჯარო სკოლის დირექტორთან, ქალბატონ დალაკლი ხრისანთისთან და ამავე სკოლაში არსებულ ქართული საკვირაო სკოლის დირექტორთან ქალბატონ სოფო ხელაშვილთან.

 გენერალურმა კონსულმა ნოდარ კომახიძემ, საგარეო საქმეთა სამინისტროსა და გენერალური საკონსულოს ინციატივითა და ხელშეწყობით, ქართულ საკვირაო სკოლას გადასცა ახალი კომპიუტერული მოწყობილობები, როგორც ლეპტოპ, ისე პერსონალური კომპიუტერები და საბეჭდი პრინტერები.

 შეხვედრისას გენერალურმა კონსულმა მიულოცა საჯარო სკოლისა და საკვირაო სკოლის ხელმძღვანელებს ახალი სასწავლო პროცესის დაწყება უსურვა მათ წარმატებული წელი.
ასევე, ხაზი გაუსვა საქართველოსა და საბერძნეთს შორის ურთიერთობების გაღრმავების პროცესში, ქართული დიასპორის ხელშეწყობისა და ქართული საკვირაო სკოლის ფუნქციონირების მნიშვნელობას. ქართული საკვირაო სკოლა უკვე მესამე წელია რაც ფუნქციონირებს, რისთვისაც გენერალურმა კონსულმა კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა ბერძნულ მხარესა და სკოლის ადმინისტრაციას ამ პროცესში შეტანილი წვლილისათვის.

 ნოდარ კომახიძემ, მზადყოფნა გამოთქვა დაიგეგმოს და განხორციელდეს ახალი პროექტები, რომლებიც ხელს შეუწყობს საკვირაო სკოლის შეუფერხებლად ფუნქციონირებასა და განვითარებას.

 შეხვედრისას მხარეები გაეცვნენ მიმდინარე სასწავლო წლის პროგრამას. ამასთან, ქართული საკვირაო სკოლის დირექტორთან, ქალბატონ სოფო ხელაშვილთან განხილული იქნა ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები.

გაუზიარე სხვასაც :

გამოქვეყნებულია: 17-10-2023, 17:14, ნანახია: 11299-ჯერ

FACEBOOK კომენტარები

მსგავსი სიახლეები:

ჩვენი პარტნიორები:

geo 1 1 1 1 1

"ემიგრანტ ტვ" შეიქმნა 2018 წელს საქართველოში, ქართველ ემიგრანტთა ხელშეწყობით. მედია პორტალის მიზანია: აქტიურად გააშუქოს ქართველ ემიგრანტთა ყოფა-ცხოვრება მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ასევე მოახდინოს ემიგრანტთა ინფორმირება მათი საჭირბოროტო საკითხებთან დაკავშირებით, ამჟამად "ემიგრანტ ტვ"-ს ადმინისტრირება ხორციელდება საბერძნეთის დედაქალაქ ათენიდან. etvgeorgia@gmail.com

ნიუ იორკი--H
ლონდონი--H
პარიზი--H
ბერლინი--H
მადრიდი--H
რომი--H
ათენი--H
თბილისი--H
my alarm clock logo