მოგესალმებათ

ქართველ ემიგრანტთა საერთაშორისო მედია პორტალი!

More forecasts: wetterlabs.de
Example image
ნიუ-იორკული "თბილისობა 2023"

ნიუ-იორკული "თბილისობა 2023"

და აი ნიუ-იორკული "თბილისობა 2023" შედგა და ნამდვილი ზეიმიც გაიმართა ქართულ ემიგრაციაში. მრავალფეროვანი საკონცერტო ნომრებით, ძალიან მომხიბვლელი დამსწრე საზოგადოებითა და მოწვეული სტუმრებით. მაყურებელს სცენიდან მიესალმა ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსი მეუფე საბა და საქართველოს გენერალური კონსული ქ. ნიუ-იორკში ქალბატონი მაია ბართაია. ჩვენმა მასპინძელმა ბატონმა ვანო გოდერძიშვილმა სიურპრიზად გაგვიცოცხლა გმირები ყველასათვის საყვარელი მულტფილმიდან წუნა და წრუწუნა და თავისებური იუმორიც დაურთო თან. კინოფილმ “ნატვრის ხიდან” კი ქალბატონმა დონარა გვრიტიშვილმა ფუფალას გმირი ისე ნიჭიერად განასახიერა, მეგონა უცებ კინოფილმიდან სოფიკო ჭიაურელი დაგვიდგა სცენაზეაქვე იყვნენ ლუარსაბი, დარეჯანი და ლამაზისეული, ასევე საინტერესო გარდასახვით. დიდი სიყვარელი და თანადგომა იგრძნობოდა ირგვლივ
უფალი გვფარავდეს სრულიად საქართველოსა და ქართულ ემიგრაციას
ინფორმაციას ავრცელებს სოციალურ ქსელში ქალბატონი ეკა ესებუა

გაუზიარე სხვასაც :

გამოქვეყნებულია: 17-10-2023, 17:49, ნანახია: 11522-ჯერ

FACEBOOK კომენტარები

მსგავსი სიახლეები:

ჩვენი პარტნიორები:

geo 1 1 1 1 1

"ემიგრანტ ტვ" შეიქმნა 2018 წელს საქართველოში, ქართველ ემიგრანტთა ხელშეწყობით. მედია პორტალის მიზანია: აქტიურად გააშუქოს ქართველ ემიგრანტთა ყოფა-ცხოვრება მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ასევე მოახდინოს ემიგრანტთა ინფორმირება მათი საჭირბოროტო საკითხებთან დაკავშირებით, ამჟამად "ემიგრანტ ტვ"-ს ადმინისტრირება ხორციელდება საბერძნეთის დედაქალაქ ათენიდან. etvgeorgia@gmail.com

ნიუ იორკი--H
ლონდონი--H
პარიზი--H
ბერლინი--H
მადრიდი--H
რომი--H
ათენი--H
თბილისი--H
my alarm clock logo