მოგესალმებათ

ქართველ ემიგრანტთა საერთაშორისო მედია პორტალი!

More forecasts: wetterlabs.de
Example image
21 ოქტომბერს, ათენში სპექტაკლი “მზიანი გული” დაიდგა

21 ოქტომბერს, ათენში სპექტაკლი “მზიანი გული” დაიდგა

21 ოქტომბერს, „ათენში საქართველოს დღეების“ ფარგლებში, მოსხატოს კულტურის ცენტრში, წარმოდგენილი იყო ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდმაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრის სპექტაკლი “მზიანი გული”.
 სპექტაკლი გახსნა „ათენში საქართველოს დღეებისათვის’’ თბილისიდან სპეციალურად ჩამოსულმა, საგარეო საქმეთა სამინისტროს დიასპორასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დირექტორმა, მუხრან გულაღაშვილმა.
 მუხრან გულაღაშვილმა მადლობა გადაუხადა ბერძნულ-ქართულ კულტურულ ასოციაციას და მის ხელმძღვანელს ხატია ქარსაულიძეს მაღალ პროფესიულ დონეზე ორგანიზებული ღონისძიებისთვის, ასევე თბილისიდან ათენში ჩამოსულ ნოდარ დუმბაძის სახელობის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს, დიმიტრი ხვთისიაშვილს და თეატრალურ დასს, შესანიშნავი წარმოდგენისთვის.
 საქართველოს საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა დეა მუმლაძემ, თავის მხრივ, მადლიერება გამოხატა კულტურული ღონისძიების ორგანიზატორების მიმართ, მიესალმა როგორც მოწვეულ, ისე დამხვედრ სტუმრებს და ხაზი გაუსვა ქართული დიასპორის მნიშვნელოვან როლს საბერძნეთისა და საქართველოს ორმხრივი ურთიერთობის გაღრმავების მიმართულებით.
 სპექტაკლი შედგა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ დაფინანსებული "დიასპორული ინიციატივების მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში, ბერძნულ-ქართული კულტურული ასოციაციის ინიციატივით.
 წარმოდგენა ნოდარ დუმბაძის 95 წლის იუბილეს მიეძღვნა.

გაუზიარე სხვასაც :

გამოქვეყნებულია: 23-10-2023, 22:45, ნანახია: 11255-ჯერ

FACEBOOK კომენტარები

მსგავსი სიახლეები:

ჩვენი პარტნიორები:

geo 1 1 1 1 1

"ემიგრანტ ტვ" შეიქმნა 2018 წელს საქართველოში, ქართველ ემიგრანტთა ხელშეწყობით. მედია პორტალის მიზანია: აქტიურად გააშუქოს ქართველ ემიგრანტთა ყოფა-ცხოვრება მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ასევე მოახდინოს ემიგრანტთა ინფორმირება მათი საჭირბოროტო საკითხებთან დაკავშირებით, ამჟამად "ემიგრანტ ტვ"-ს ადმინისტრირება ხორციელდება საბერძნეთის დედაქალაქ ათენიდან. etvgeorgia@gmail.com

ნიუ იორკი--H
ლონდონი--H
პარიზი--H
ბერლინი--H
მადრიდი--H
რომი--H
ათენი--H
თბილისი--H
my alarm clock logo