მოგესალმებათ

ქართველ ემიგრანტთა საერთაშორისო მედია პორტალი!

More forecasts: wetterlabs.de
Example image
ქართულ-ბერძნული „მეგობრობის ზეიმი“ ათენში | 15.10.2023

ქართულ-ბერძნული „მეგობრობის ზეიმი“ ათენში | 15.10.2023

15.10.2023 - თეატრში „კნოსოს", ქ. ვანის კულტურის ცენტრთან არსებულმა ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა „ახალი ერა" (ქორეოგრაფები: რიტა ორმოცაძე და რატი მამასახლისი; სამხატვრო ხელმძღვანელი მიხეილ პირველაშვილი), ერთობლივი ორ-საათიანი შოუ გამართა ათენის ქართული ცეკვისა და სიმღერის ანსამბლ „კავკასია"-სთან ერთად (ქორეოგრაფები: Eka Gigolashvili & Shota Tskvitishvili), რომელსაც „მეგობრობის კონცერტი“ დაერქვა.
 საზეიმო კონცერტი, საქართველოს სახელმწიფო ჰიმნით გახსნეს ათენის კულტურის ცენტრ „კავკასიასთან“ არსებული მუსიკალური სტუდიის ყველაზე პატარა აღსაზრდელებმა (ხელმძღვანელი: Mamuka Inadze).
 განსაკუთრებით ამაღელვებელი იყო ამ საზეიმო შემოქმედებით შეხვედრაში, ცნობილი ავტორ-შემსრულებლის, ქუთაისის საპატიო მოქალაქის მურმან შათირიშვილის მოწილეობა. მას ცალკე მუსიკალური ბლოკი დაეთმო, რომელშიც ღირსეული პარტნიორობა გაუწია ადგილობრივმა ვოკალურმა ანსამბლმა „კავკასიამ".
 დამსწრე საზოგადოებას გულთბილად მიესალმა თბილისის მერიის თანამშრომელი, თათია პაიკიძე (Tatulika Paikidze)
 კონცერტს უძღვებოდა ათენის ქართული ინსტიტუტისა და კულტურის ცენტრ „კავკასიას“ დამფუძნებელი, ავთანდილ მიქაბერიძე.
 ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს საელჩოს დიპლომატიური წარმომადგენლობა: საქართველოს კონსული ათენში გელა ჯაფარიძე და უფროსი მრჩეველი დავით კორძაძე.
 გვიან საღამოს, ათენის განათლებისა და კულტურის ცენტრში „კავკასია" (CAUCASUS-Cultural Centre /ათენის კულტურის ცენტრი «კავკასია») გაიმართა სტუმრების სამახსოვრო დიპლომებით დაჯილდოების ცერემონია.
ფოტო-მასალა: Levan Baliashvili, Bella Kholidi & Lasha Giorgi Bobokhidze.

გაუზიარე სხვასაც :

გამოქვეყნებულია: 25-10-2023, 13:16, ნანახია: 11324-ჯერ

FACEBOOK კომენტარები

მსგავსი სიახლეები:

ჩვენი პარტნიორები:

geo 1 1 1 1 1

"ემიგრანტ ტვ" შეიქმნა 2018 წელს საქართველოში, ქართველ ემიგრანტთა ხელშეწყობით. მედია პორტალის მიზანია: აქტიურად გააშუქოს ქართველ ემიგრანტთა ყოფა-ცხოვრება მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ასევე მოახდინოს ემიგრანტთა ინფორმირება მათი საჭირბოროტო საკითხებთან დაკავშირებით, ამჟამად "ემიგრანტ ტვ"-ს ადმინისტრირება ხორციელდება საბერძნეთის დედაქალაქ ათენიდან. etvgeorgia@gmail.com

ნიუ იორკი--H
ლონდონი--H
პარიზი--H
ბერლინი--H
მადრიდი--H
რომი--H
ათენი--H
თბილისი--H
my alarm clock logo