მოგესალმებათ

ქართველ ემიგრანტთა საერთაშორისო მედია პორტალი!

More forecasts: wetterlabs.de
Example image
2023 წლის 22 ოქტომბერს,  საბერძნეთის დედაქალაქ ათენში  "საქართველოს დღეების" დასკვნითი ღონისძიება ჩატარდა.

2023 წლის 22 ოქტომბერს, საბერძნეთის დედაქალაქ ათენში "საქართველოს დღეების" დასკვნითი ღონისძიება ჩატარდა.

 2023 წლის 22 ოქტომბერს, საბერძნეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერითა და ათენის ქართული დიასპორული ორგანიზაციების მონაწილეობით, ათენის ღალაცის მუნიციპალიტეტის პარკის ღია ამფითეატრში "საქართველოს დღეების" დასკვნითი ღონისძიება ჩატარდა.
 ღონისძიება გახსნა საქართველოს საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა, დეა მუმლაძემ. სტუმრებს, ასევე სიტყვით მიმართეს ათენში საქართველოს დღეებისათვის თბილისიდან სპეციალურად ჩამოსულმა, საგარეო საქმეთა სამინისტროს დიასპორასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დირექტორმა, მუხრან გულაღაშვილმა და ათენში საქართველოს ახლადდანიშნულმა კონსულმა, გელა ჯაფარიძემ, რა დროსაც ხაზი გაუსვეს მსგავსი ღონისძიებების მნიშვნელობას ათენში მცხოვრები ქართული დიასპორისთვის და მადლიერება გამოხატეს დიასპორული ორგანიზაციების მიმართ ათენში ქართული დღეების ორგანიზებისთვის. ამასთანავე, გამომსვლელებმა კიდევ ერთხელ აღუთქვეს თანადგომა ქართული დიასპორის წარმომადგენლებს და მადლობა გადაუხადეს მათ საბერძნეთში ქართული ენისა და კულტურის პოპულარიზაციის საქმეში შეტანილი წვლილისთვის.
 ღონისძიების ფარგლებში ქართული დიასპორული ორგანიზაციების თეატრალური და ქორეოგრაფიული ჯგუფების მიერ წარმოდგენილი იქნა ქართული ტრადიციული ცეკვები და ნაწყვეტები ცნობილი სპექტაკლებიდან, ხოლო ქართულმა ვოკალურმა ჯგუფებმა შეასრულეს პოპულარული ქართული სიმღერები. ამასთანავე, ამფითეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართა ემიგრანტი ქართველი მხატვრების ნამუშევრებისა და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა, ტრადიციული ქართული კერძების, ნუგბარის და ღვინის დაგემოვნება. ასევე, სახალისო სპორტულ შეჯიბრებებში მონაწილეობა მიიღეს სკოლამდელი და მოზრდილი ასაკის ქართველმა ბავშვებმა, რამაც საქართველოს მოქალაქეებისა და მოწვეული სტუმრების დიდი მოწონება დაიმსახურა.
 ღონისძიებას საპატიო სტუმრის სტატუსით ესწრებოდა ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდმაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრის დასი, რომელიც საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ დაფინანსებული „დიასპორული ინიციატივების მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში 21 ოქტომბერს მაყურებლების წინაშე წარდგა სპექტაკლით „მზიანი გული“.
 აღსანიშნავია და სასიხარულოა, რომ ქართული დღეები ათენში წელს მესამედ ჩატარდა და ღონისძიებამ უკვე ტრადიციული სახე მიიღო, რაც ათენში მცხოვრები ქართველი ემიგრანტებისთვის სამშობლოსთან კავშირის ერთგვარ სიმბოლოდ იქცა.
 საქართველოს საელჩო ათენში მადლობას უხდის ყველა მონაწილეს და ღალაცის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციას ათენში ქართული დღეების ჩატარებაში შეტანილი წვლილისთვის. ასევე დიდი მადლობა გვინდა გადავუხადოთ ღონისძიებაზე მოსულ ყველა სტუმარს. მადლობა ღონისძიების მხარდამჭერს - @საქართველოს ბანკს.

გაუზიარე სხვასაც :

გამოქვეყნებულია: 26-10-2023, 09:58, ნანახია: 11363-ჯერ

FACEBOOK კომენტარები

მსგავსი სიახლეები:

ჩვენი პარტნიორები:

geo 1 1 1 1 1

"ემიგრანტ ტვ" შეიქმნა 2018 წელს საქართველოში, ქართველ ემიგრანტთა ხელშეწყობით. მედია პორტალის მიზანია: აქტიურად გააშუქოს ქართველ ემიგრანტთა ყოფა-ცხოვრება მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ასევე მოახდინოს ემიგრანტთა ინფორმირება მათი საჭირბოროტო საკითხებთან დაკავშირებით, ამჟამად "ემიგრანტ ტვ"-ს ადმინისტრირება ხორციელდება საბერძნეთის დედაქალაქ ათენიდან. etvgeorgia@gmail.com

ნიუ იორკი--H
ლონდონი--H
პარიზი--H
ბერლინი--H
მადრიდი--H
რომი--H
ათენი--H
თბილისი--H
my alarm clock logo