მოგესალმებათ

ქართველ ემიგრანტთა საერთაშორისო მედია პორტალი!

More forecasts: wetterlabs.de
Example image
ვატიკანი აცხადებს, რომ ტრანსგენდერი ადამიანების მონათვლა,  შესაძლებელია

ვატიკანი აცხადებს, რომ ტრანსგენდერი ადამიანების მონათვლა, შესაძლებელია

ვატიკანი აცხადებს, რომ ტრანსგენდერი ადამიანების მონათვლა, გარკვეული პირობების დაცვის შემთხვევაში, შესაძლებელია

ოთხშაბათს, 8 ნოემბერს გამოცემულ დოკუმენტში, ვატიკანის დიკასტერიამ განმარტა, რომ ტრანსსექსუალების მონათვლა შესაძლებელია, „თუ საჯარო სკანდალის გამოწვევის რისკი ან მოსანათლი პირის რწმენაში ეჭვის შეტანის საფრთხე არ არსებობს“.

კათოლიკურ ეკლესიაში ტრანსგენდერი ადამიანების მონათვლა დასაშვებია, თუ ეს „სკანდალს“ ან „დაბნეულობას“ არ გამოიწვევს, - განაცხადა ოთხშაბათს, 8 ნოემბერს ვატიკანმა, როდესაც ადამიანური ცხოვრების ეს განსაკუთრებით მგრძნობიარე სფერო განმარტა.

რწმენის დოქტრინის გათვალისწინებით, დიკასტერია არც ერთსქესიანი წყვილების შვილების ან სუროგაციის შედეგად დაბადებული ბავშვების მონათვლას ეწინააღმდეგება.

„საფუძვლიანი იმედი“

ეს კომენტარები შესულია დოკუმენტში, რომელიც ბრაზილიელი ეპისკოპოსის მიერ კითხვებზე პასუხის გაცემის საფუძველზეა შედგენილი. ის 31 ოქტომბერს მომზადდა, მაგრამ მხოლოდ ახლა გახდა საჯარო. დოკუმენტი რომის პაპმა ფრანცისკემ დაამტკიცა, რომელსაც არაერთხელ განუხცადებია, რომ ეკლესია ღია უნდა იყოს ყველასთვის, მათ შორის, - ლგბტქ პირებისთვის.

ამასთან, ფრანცისკე გარკვევით ამბობს, რომ ჰომოსექსუალობას მიიჩნევს ისეთივე „ცოდვად, როგორც ქორწინების გარეშე შემდგარ ნებისმიერ სექსუალურ აქტს“, რადგან კათოლიკური სწავლება ქორწინებას განმარტავს, როგორც შვილების გაჩენის მიზნით შექმნილ მამაკაცსა და ქალს შორის ერთობას.

დოკუმენტში დიკასტერია აღნიშნავს, რომ ტრანსგენდერი მორწმუნეები „შეიძლება მოინათლონ იმავე პირობებში, როგორც სხვა მორწმუნეები, გარდა იმ შემთხვევისა, „როდესაც არსებობის საჯარო სკანდალის გამოწვევის რისკი ან მოსანათლი პირის რწმენაში ეჭვის შეტანის საფრთხე“. „იგივე ეხება მათაც, ვინც ჩაიტარა ჰორმონოთერაპია ან/და სქესის შეცვლის ოპერაცია“, - ნათქვამია პრესრელიზში.

კითხვაზე, შეიძლება თუ არა ერთსქესიანი წყვილი ჩაითვალოს მოსანათლი ბავშვის მშობლებად, დიკასტერიამ განაცხადა, რომ ამ შემთხვევაში, უნდა არსებობდეს „გონივრული იმედი“, რომ ბავშვი კათოლიკური რწმენით გაიზრდება.

წყარო: "ფრანსინფო"

გაუზიარე სხვასაც :

გამოქვეყნებულია: 10-11-2023, 11:02, ნანახია: 11201-ჯერ

FACEBOOK კომენტარები

მსგავსი სიახლეები:

ჩვენი პარტნიორები:

geo 1 1 1 1 1

"ემიგრანტ ტვ" შეიქმნა 2018 წელს საქართველოში, ქართველ ემიგრანტთა ხელშეწყობით. მედია პორტალის მიზანია: აქტიურად გააშუქოს ქართველ ემიგრანტთა ყოფა-ცხოვრება მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ასევე მოახდინოს ემიგრანტთა ინფორმირება მათი საჭირბოროტო საკითხებთან დაკავშირებით, ამჟამად "ემიგრანტ ტვ"-ს ადმინისტრირება ხორციელდება საბერძნეთის დედაქალაქ ათენიდან. etvgeorgia@gmail.com

ნიუ იორკი--H
ლონდონი--H
პარიზი--H
ბერლინი--H
მადრიდი--H
რომი--H
ათენი--H
თბილისი--H
my alarm clock logo