მოგესალმებათ

ქართველ ემიგრანტთა საერთაშორისო მედია პორტალი!

More forecasts: wetterlabs.de
Example image
26 ნოემბერს, ალპების მთებით გარშემორტყმულ ქალაქში, ქართული კულტურის დღე გამართა

26 ნოემბერს, ალპების მთებით გარშემორტყმულ ქალაქში, ქართული კულტურის დღე გამართა

26 ნოემბერს, ”ასოციაცია ქართველები საფრანგეთში" საქველმოქმედო აქციის ფარგლებში, გრენობლთან ახლოს, ერთ ულამაზეს, ალპების მთებით გარშემორტყმულ ქალაქში, ქართული კულტურის დღე, ერთობის ღონისძიება გამართა..
ასოციაციის პარტნიორი გახლდათ საფრანგეთში მოღვაწე ღვინის კომპანია, Vins Georgiensრომელსაც წარმოდგენილი ჰქონდა საუკეთესო ხარისხის ქართული ღვინო.
ჩვენს ამ შეხვედრას, სადაც არამარტო ქართველი საზოგადოება, არამედ ფრანგი მოსახლეობის ნაწილიც ესწრებოდა, მუსიკალურად აფორმებდა პარიზში მოღვაწე მუსიკოსი, ლუკა წიკლაური… ლუკამ ჩონგურსა თუ გიტარაზე ქართული რეპერტუარი შეასრულა, დაგვატკბო და გაგვაბედნიერა… 
ქართული ცეკვა წარმოადგინა ანსამბლმა “ლაშარის ჯვარი ლიონში”, ლაშარის ჯვარი ლიონშირომლის წევრების სილამაზით, სინარნარით და მუსიკალურობით მოიხიბლა მაყურებელი..
ღონისძიების საპატიო სტუმარი, რომლის ნახატების გამოფენამაც განსაკუთრებული მოწონება და სიყვარული დაიმსახურა, გახლდათ საფრანგეთში მოღვაწე ქართველი მხატვარი ელენე ლოლაძე…ამასთანავე, ქალბატონმა ელენემ თავის საოცარ პოეზიასაც გვაზიარა..
მადლობა გვინდა გადავუხადოთ ქალაქ სანტ-ეგღევის მერიას მხარდაჭერისთვისSaint-Égrève, Rhone-Alpes, France.
მადლობა ლუკა წიკლაურს, რომელიც პარიზიდან სპეციალურად გვესტუმრა და საოცარი დღე აჩუქა სტუმრებს.
მადლობა მხატვარს, ელენე ლოლაძეს ღონისძიების გალამაზებისთვის..
მადლობა ანსამბლ “მარანის” წევრს, გიორგი დავითაშვილს ექსპრომტად შესრულებული სიმღერებისთვის..
მადლობა ლიონში მოღვაწე “ლაშარის ჯვარს” და მის ხელმძღვანელს დაუვიწყარი გამოსვლისთვის!
მადლობა ყველა სტუმარს, რომელმაც არ დაიზარა, მოვიდა, ეზიარა ქართველი ხელოვანების შემოქმედებას და დააგემოვნა ქართული კერძები და ღვინოები…
შემოსული თანხა მთლიანად გადაირიცხა ასოციაციის ფონდში, საახალწლო საქველმოქმედო აქციის დასაგეგმავად! 
უღრმესი მადლობა ჩვენი ჯგუფის წევრ, გრენობლელ ქალბატონებს, რომლებიც გვერდში გვედგნენ თავდაუზოგავად და მოგვიმზადეს უგემრიელესი ქართული კერძები თუ სასუსნავები..(Ruska Otarashvili რუსკა, გთხოვ მონიშნო )
დიდი მადლობა ჩვენი ასოციაციის გულშემატკივრებო, რადგან უთქვენოდ არაფერი გამოგვივა! თქვენი გვერდში დგომა გვაძლიერებს და უფრო მეტ მოტივაციას გვაძლევს, რომ განვახორციელოთ ის დიადი იდეები, რომლისთვისაც ვართ გაერთიანებული ჩვენ, მოხალისე წევრები: ზაზა, სალომე, ეკა, რუსკა, მეგი, შოთა, გვანცა, ლევანი და ელისაბედი….
სიყვარულითა და პატივისცემით, ასოციაცია “ქართველები საფრანგეთში”ასოციაცია ქართველები საფრანგეთში/Géorgiens en France

გაუზიარე სხვასაც :

გამოქვეყნებულია: 27-11-2023, 16:20, ნანახია: 11306-ჯერ

FACEBOOK კომენტარები

მსგავსი სიახლეები:

ჩვენი პარტნიორები:

geo 1 1 1 1 1

"ემიგრანტ ტვ" შეიქმნა 2018 წელს საქართველოში, ქართველ ემიგრანტთა ხელშეწყობით. მედია პორტალის მიზანია: აქტიურად გააშუქოს ქართველ ემიგრანტთა ყოფა-ცხოვრება მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ასევე მოახდინოს ემიგრანტთა ინფორმირება მათი საჭირბოროტო საკითხებთან დაკავშირებით, ამჟამად "ემიგრანტ ტვ"-ს ადმინისტრირება ხორციელდება საბერძნეთის დედაქალაქ ათენიდან. etvgeorgia@gmail.com

ნიუ იორკი--H
ლონდონი--H
პარიზი--H
ბერლინი--H
მადრიდი--H
რომი--H
ათენი--H
თბილისი--H
my alarm clock logo