მოგესალმებათ

ქართველ ემიგრანტთა საერთაშორისო მედია პორტალი!

More forecasts: wetterlabs.de
Example image
"ემიგრანტ ტვ"-ის მადლობის სიგელი ქალბატონ ნინა სიბოშვილს

"ემიგრანტ ტვ"-ის მადლობის სიგელი ქალბატონ ნინა სიბოშვილს

საერთაშორისო მედია პორტალი "ემიგრანტ ტვ" მადლობის სიგელს გადასცემს გაზეთ "ქართული ფესვების" რედაქტორ ქალბატონ ნინა სიბოშვილს, საემიგრაციო ჟურნალისტიკაში გაწეული ღვაწლის გამო.
ნინა სიბოშვილი:
დავიბადე ოქროსფერ სექტემბრის თვეში, საგარეჯოში. 1975 წლის 10 სექტემბერი - ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის ერთ ერთი დიდი დღესასწაულია. გავიზარდე და სკოლა დავამთავრე ქ. რუსთავში. შევისწავლე მეან გინეკოლოგია. ძალიან მინდოდა პროფესიონალი ექიმი გავმხდარიყავი, რისთვისაც სულ წიგნებში ვიყავი ჩაფლული… მაგრამ ჩემს ბავშვობის ოცნებას ახდენა არ ეწერა. 24 წლის ვიყავი ტრაგედია შემემთხვა და ჩემი სიცოცხლე სასწორზე დაიდო. უმძიმესი ტრამვების მიუხედავად, გულში, გონებაში ღრმად მწამდა რომ მე ამიერ სამყაროში ჩემი მისია შესრულებული ჯერ არ მქონდა და აუცილებლად ვიცოცხლებდი. უფლის სასწაული აღსრულდა და მე, არამც თუ უბრალოდ გადავრჩი, არამედ ვცოცხლობ სიცოცხლით, შემოქმედებით, სიყვარულით, დედობით… ბებიობითაც კი. დაინვალიდებულმა რუსთავში და თბილისში გავხსენი პირველი ტურისტული კომპანია “ეგზოტიკ თრეველი”, რომელიც სასიამოვნო სიახლე იყო მაშინ. მქონდა სერვისები სკოლის ექსკურსიების. აზიის საკურორტო ზონების დასასვენებელი სრული პაკეტები - საგზურები, რომლებსაც საიტებიდან კი არ ვიღებდი, მე თვითონ ჩავდიოდი კონკრეტულ ქვეყანაში და სასტუმროში, სადაც კონტრაქტებს ვდებდი. ასევე ვიყავი მუსიკალური სტუდია “ელეგანტის” მენეჯერი. მოკლეთ მე რომ ჯანმრთელობის პრობლემები არ მქონოდა, დღეს ჩემი საქმიანობა საქართველოში ცნობილი კომპანია იქნებოდა. მესაჭიროებოდა ისეთი ოპერაციები, რომლებიც საქართველოში არ კეთდებოდა და არ მაძლევდნენ გარანტიას. მომიწია ყველაფრის მიტოვება, რადგან მე ჩემს შვილებს ჯანმრთელი ვჭირდებოდი. ჩემი გამგზავრება იტალიაშიც ერთ ერთი სასწაული იყო… საქართველოში ცნობილმა ტრამვატოლოგმა ცხონებულმა თამაზ კაციტაძემ, იტალიელ კოლეგებთან მოლაპარაკებებით დაგეგმა ჩემი ოპერაციები იტალიაში. 29 წლის ვიყავი როცა დავტოვე ჩემი ქვეყანა…
 ვერასოდეს წარმოვიდგენდი, თუ როგორ უნდა მეცხოვრა უცხო ქვეყანაში, ჩემი სამშობლოს, ჩემი ქალაქის, ოჯახის, მეგობრების, ახლობლებლის… გარეშე. ჯანმრთელობის პრობლემები გახდა მიზეზი ჩემი ემიგრანტობის… რამოდენიმე დღეში გადაწყდა, რომ ჩემი ქვეყნის დატოვება მიწევდა…. გაცნობიერებაც კი ვერ მოვასწარი, ისე აღმოვჩნდი იტალიაში… თავიდან თითქოს ყველაფერი ადვილია, ფიქრობ რომ დროებითია და თან სახლიდან გამოყოლილი ენერგეტიკით ხარ სავსე და მყარად დგახარ… დრო გადის და მძიმდები, მონატრება, ნოსტალგია, ენის ბარიერი… გგონია უცხო ჰაერიც კი გწამლავს და ტრამვირებულს გხდის… არ მოგახვევთ ჩემს ტკივილს…თუ რისი გადატანა უწევს ემიგრანტს, ეს თავად უნდა გქონდეს განცდილი, რომ მიხვდეთ… ორ ათეულ წელს ითვლის ჩემი ემიგრაციის პერიოდი. მიუხედავად იმისა, რომ ნახევარი პერიოდი საავადმყოფოებსა და რეაბილიტაციის დროს მოიცავს, მაინც აქტიური ემიგრანტი ვიყავი და ვარ. ყოველთვის ვცდილობდი რაღაც წვლილი შევიტანო- თუნდაც ერთი ადამიანის ყოფის შემსუბუქებაში. ჩემი გამოცდილებით დღემდე ვცდილობ ემიგრანტს გაუადვილდეს ისეთი პრობლემები, რაც შესაძლოა რთული აღმოჩნდეს, თუ სწორად და დროულად არ მოგვარდა. ჩემი ემიგრანტული ყოფა შეამსუბუქა ჩემი შვილების ჩამოსვლამ. როცა ოჯახი გვერდით გყავს მეტ-ნაკლებად წელში იმართები და ტკივილიც გიმსუბუქდება. იმაზე ფიქრმა, რომ მალე უნდა დაბრუნდე სამშობლოში, გარკვეული დრო დამაკარგინა, რადგან არ მინდოდა დავმკვიდრებულიყავი უცხო მიწაზე… მივხვდი რომ სადაც არ უნდა იყო არ უნდა გაჩერდე და აკეთო შენი საქმე… სამხრეთ იტალიაში ქ. ტარანტოში ხუთი წელი ვიმუშავე სააპელაციო სასამართლოს თარჯიმნად. ქ. ფლორენციაში დავამთავრე რეაბილიტაციის ცენტრთან არსებული კოლეჯი, სადაც ავიღე პროფესიონალი სოციალური სამსახურის ოპერატორის დიპლომი. სწავლასთან ერთად ვმუშაობდი ამავე სტრუქტურაში როგორც მედდის დამხმარე. მინდა ავღნიშნო ეს ჩემი ემიგრანტული ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილია. რადგან მე ვიმუშავე კლინიკაში ხანგრძლივი პერიოდით დატოვებულ მოხუცებთან ის პერიოდი დაემთხვა კოვიდის ეპიდეემის პერიოდს… იმ მომენტისთვის თვითოეული პერსონალი ვიყავით სასუნქი აპარატივით მნიშვნელოვანი ფიგურა, რადგან იყო პერსონალის ნაკლებობა კოვიდით დაინფიცირების გამო. ფაქტიურად იქ ვცხოვრობდი… აღსანიშნავია, რომ მე არ შემხვდა კოვიდი. არასოდეს დამავიწყდება ის უძლური და ოჯახის სითბოს მოკლებული მოხუცები, რომლებთანც ვცდილობდი ჩემი მოვალეობის გარდა მიმეცა სიყვარული და ეგრძნოთ მზრუნველობა…. ასეთ დამოკიდებულებას უშედეგოდ არ ჩაუვლია. დამენიშნა პრემია და მივიღე საპატიო ჯილდოებიც. ( დღეს დროებით უვადო შვებულება მაქვს აღებული, რათა ჩემი შემოქმედებითი მხარე განვავითარო). პარალელურად ჩართული ვიყავი ქართულ კულტურულ სფეროში. ქ. ფლორენციაში მოვაწყე ხელოვანთა გამოფენა-გაყიდგა. ამ გამოფენის ორგანიზების პერიოდში აღმოვაჩინე ძალიან ბევრი ხელოვანი ემიგრანტი და მათ დიდი სტიმული მიეცათ თავიანთი საქმის კეთებაში ამ ღონისძიების შემდეგ. ასევე შევისწავლე ფოტოგრაფია და ჟურნალისტიკა, რაც ყოველთვის მაინტერესებდა. ამ სფერომ მომცა ასევე პრაქტიკული გამოცდილებაც, როგორიცაა ხელოვანთა, მწერალთა შემოქმედების პრეზენტაციები და სიუჟეტების მომზადება, რომელსაც აშექებდა ქართული TV გენერალური დირექტორი ქ. მანანა იმედაძე - ქ. ლუარა ნიჟარიძის საავტორო გადაცემაში ”ფორუმი”. … მახსოვს, როცა უცხო ქვეყნის ცხოვრებით დავიწყე ცხოვრება, ყველაზე მეტად რაც ემიგრანტს აკლდა- იყო ქართულ ენაზე საკითხავი ლიტერატურა, ინფორმაცია საქართველოზე, ქართული გაზეთები, ჟურნალები… და სულ მინდოდა ემიგრანტებს ჩვენი ქართული გაზეთი გვქონოდა… … და ერთ დილასაც რომ გავიღვიძე , უკვე ვიცოდი რომ ქართული გაზეთი იტალიაში მე უნდა დამეფუძნებინა… გავიარე კონსულტაციები ამ საქმეში გამოცდილ ადამიანებთან, ( ჟურნალისტი- ბესო ჩუბინიძე, საბერძნეთის ქართული გაზეთის რედაქტორი- ანა ყურშავიშვილი, აჩიკო გელაშვილი…. ასევე მხარდამჭერები პირველ რიგში ჩემი ქალიშვილი- დეა სიბოშვილი, მეგობრები- ირმა ტაბატაძე და შმაგი ვეფხვაძე. აკადემიკოსი- გიორგი ბუხნიკაშვილი…) შევადგინე პროექტი და დღე და ღამის ორ თვიანი შრომის შედეგად 2023 წლის პირველ აპრილს გამოვეცი პირველი ნომერი გაზეთი “ქართული ფესვები”. გაზეთი, რომელიც არის 16 გვერდიანი , აქედან 4 გვერდი იტალიურენოვანია. გაზეთის ოფიციალური პრეზენტაცია სიმბოლურად ავღნიშნეთ 9 აპრილს. გაზეთის დაფუძნებამ დიდი ინტერესი და ემოცია გამოიწვია ემიგრანტებში. განსაკუთრებული ინტერესის ქვეშ მოექცა გაზეთის იტალიურენოვანი ნაწილი როგორც ქართველებისგან ასევე იტელიელების მხრიდან. შინაარსობრივად მოიცავს ძალიან საინტერესო მასალებს როგორიცაა, საქართველოს ისტორია, კულტურა… წარმატებული და გამოჩენილი ქართველები, ქართული სამზარეულო და სხვა საინტერესო თემები. ქართულენოვანი ნაწილიც საკმაოდ მრავალფეროვანია: მკითხველი გაეცნობა ემიგრაციაში მყოფ საინტერესო ადამიანებს, მწერლებს, პოეტებს, მხატვრებს… უბრალოდ ემიგრანტებს, რომლებიც გვიზიარებენ საკუთარ გამოცდილებებს და განცდებს. გვაქვს რუბრიკები: სასარგებლო რჩევები, იუმორი, შემეცნებითი, მილოცვები, “მე პატარა ქართველი ვარ”- სადაც პატარების ფოტოკოლაჟია მოთავსებული, ემიგრანტის უფლებები, ფსიქოკონსულტანტების რჩევები, ასევე სამადლობელო წერილები… მალე გაზეთს დაემატება საბავშვო გვერდი და მითოლოგიის თემები… ჩემი საქართველოში ჩამოსვლა უკავშირდება საქმიან ვიზიტს, ისევე როგორც დაგეგმილია ამერიკის შტატებში გამგზავრება. თბილისში მიწვეული ვიყავი პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში “საქართველოს ქალთა საბჭოს” ღონისძიებაზე, სადაც გადმომცეს მადლობის სიგელი “ ოჯახისა და სამშობლოსათვის გაწეული შრომისათვის, უცხო ქვეყნის საზოგადოების წინაშე ქართული კულტურის და ტრადიციების წარმოჩენისა და გაცნობისათვის” , რისთვისაც მადლობას ვუხდი აღმასრულებელ საბჭოს ხელმძღვანელს - ქეთევან გაბრუაშვილს, და ამავე საბჭოს წევრს ანა ყურშავიშვილს. მადლობას ვუხდი ყველას, ვინც ამ პროექტს, წამოწყებას გვერდში უდგას და მხარდამჭერები არიან : EXCLUSIV. TV , ქართულ-იტალიური ინტერნეტ ტელევიზია KN TV , ქართული TV , FSG posta. მადლობას ვუხდი თითოეულ რესპონდენტს, დაინტერესებულ ადამიანს, მკითხველს, ფლორენციის სამრევლოს წინამძღვარს. მადლიერი ვარ თითოეული ადამიანის, ვისაც ესმის ამ მედია საშუალების გაზეთი “ქართული ფესვების” მისია, თუ რამდენად საპასუხისმგებლო და აუცილებელია ეს ახალი გამოწვევა , ემიგრანტის სოციალური და შრომითი პრობლემების, ინტეგრაციის და წარმატების მიღწევების მოტივაციის გაღვიძების და წარმატებული ემიგრანტების პოპულარიზაცია. (ამ ყველაფერს დიდი გაგრძელება ექნება… რადგან მე დღეს კიდევ შევცვალე ბევრი რამ… ვერ ვმაყოფილდები მიღწევებით… “ამერიკა უნდა დავიპყრო”) აკადემია “გვირილამ” - დამაჯილდოვა “საქართველოს წარმატებული ქალის ტიტულით” და ასევე ასოციაცია “საქართველოს ქსლბატონები “ მომანიჭა “ საქართველოს გვირგვინოსანის ქალბატონის წოდებით” 15 დეკემბერს კი წარდგენილი ვარ “პერსონა 2023” ის დაჯილდოვებაზე

გაუზიარე სხვასაც :

გამოქვეყნებულია: 30-11-2023, 17:21, ნანახია: 11313-ჯერ

FACEBOOK კომენტარები

მსგავსი სიახლეები:

ჩვენი პარტნიორები:

geo 1 1 1 1 1

"ემიგრანტ ტვ" შეიქმნა 2018 წელს საქართველოში, ქართველ ემიგრანტთა ხელშეწყობით. მედია პორტალის მიზანია: აქტიურად გააშუქოს ქართველ ემიგრანტთა ყოფა-ცხოვრება მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ასევე მოახდინოს ემიგრანტთა ინფორმირება მათი საჭირბოროტო საკითხებთან დაკავშირებით, ამჟამად "ემიგრანტ ტვ"-ს ადმინისტრირება ხორციელდება საბერძნეთის დედაქალაქ ათენიდან. etvgeorgia@gmail.com

ნიუ იორკი--H
ლონდონი--H
პარიზი--H
ბერლინი--H
მადრიდი--H
რომი--H
ათენი--H
თბილისი--H
my alarm clock logo