მოგესალმებათ

ქართველ ემიგრანტთა საერთაშორისო მედია პორტალი!

More forecasts: wetterlabs.de
Example image
2 და 3 დეკემბერს, ათენში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების ჩართულობით, ყოველწლიური საქველმოქმედო საშობაო გამოფენა-გაყიდვა გაიმართა

2 და 3 დეკემბერს, ათენში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების ჩართულობით, ყოველწლიური საქველმოქმედო საშობაო გამოფენა-გაყიდვა გაიმართა

 2023 წლის 2 და 3 დეკემბერს, ათენში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების ჩართულობით, ყოველწლიური საქველმოქმედო საშობაო გამოფენა-გაყიდვა გაიმართა.
 საელჩომ, ტრადიციულად, წელსაც მიიღო მონაწილეობა ამ ღონისძიებაში და ქართულ სტენდზე წარმოდგენილი იყო საბერძნეთში მცხოვრები ქართველების მიერ შექმნილი ხელნაკეთი ნივთები, აქსესუარები, ასევე ქართული სამზარეულო და ღვინო.
 ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ათენის ქართულმა ქორეოგრაფიულმა ანსამბლებმა - "კავკასიამ“ და „ივერიელებმა.“
 მადლობას ვუხდით ყველა მონაწილეს, ვინც დაამშვენა თავისი შემოქმედებით წლევანდელი საშობაო ბაზრობა, წარმოაჩინა ქართული კულტურა და ამავდროულად, საელჩოსთან თანამშრომლობით, წვლილი შეიტანა ქველმოქმედებაში ორგანიზაციის "ბავშვის მეგობრების" დასახმარებლად.
ინფორმაციას ავრცელებს :საქართველოს საელჩო საბერძნეთში

გაუზიარე სხვასაც :

გამოქვეყნებულია: 5-12-2023, 18:53, ნანახია: 11295-ჯერ

FACEBOOK კომენტარები

მსგავსი სიახლეები:

ჩვენი პარტნიორები:

geo 1 1 1 1 1

"ემიგრანტ ტვ" შეიქმნა 2018 წელს საქართველოში, ქართველ ემიგრანტთა ხელშეწყობით. მედია პორტალის მიზანია: აქტიურად გააშუქოს ქართველ ემიგრანტთა ყოფა-ცხოვრება მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ასევე მოახდინოს ემიგრანტთა ინფორმირება მათი საჭირბოროტო საკითხებთან დაკავშირებით, ამჟამად "ემიგრანტ ტვ"-ს ადმინისტრირება ხორციელდება საბერძნეთის დედაქალაქ ათენიდან. etvgeorgia@gmail.com

ნიუ იორკი--H
ლონდონი--H
პარიზი--H
ბერლინი--H
მადრიდი--H
რომი--H
ათენი--H
თბილისი--H
my alarm clock logo