მოგესალმებათ

ქართველ ემიგრანტთა საერთაშორისო მედია პორტალი!

More forecasts: wetterlabs.de
Example image
საბერძნეთი 30 000 მიგრანტს ქვეყანაში სამწლიანი ბინადრობისა და მუშაობის ნებართვას მისცემს

საბერძნეთი 30 000 მიგრანტს ქვეყანაში სამწლიანი ბინადრობისა და მუშაობის ნებართვას მისცემს

საბერძნეთი აპირებს, მიგრანტებს ქვეყანაში ბინადრობისა და მუშაობის სამწლიანი ნებართვა მისცეს. ეს იმ მიზნით კეთდება, რომ ეკონომიკის ძირითად სექტორებში მუშახელის დეფიციტი შემცირდეს. აღნიშნული გადაწყვეტილების მიღება ხდება იმ პერიოდში, როდესაც საგარეო ვალით გამოწვეული კრიზისიდან გამოსვლის შემდეგ, მდგომარეობა საბერძნეთში თანდათან უმჯობესდება.

მთავრობამ ნებართვების გაცემა მუშახელის სიმცირის გამო გადაწყვიტა, რომელიც განსაკუთრებით სოფლის მეურნეობაშია თვალშისაცემი.
ახლო აღმოსავლეთიდან, აზიიდან და აღმოსავლეთ ევროპიდან ათასობით მიგრანტისა და თავშესაფრის მაძიებლისთვის საბერძნეთი ევროკავშირში შეღწევის ერთ-ერთ მთავარ პუნქტს წარმოადგენს. ბევრი მათგანი არალეგალურად არის დასაქმებული ისეთ სფეროებში, როგორიცაა: მშენებლობა, სოფლის მეურნეობა და ტურიზმი.

საბერძნეთის კონსერვატიული მთავრობა, რომელმაც ივნისში ხელახლა გაიმარჯვა საპარლამენტო არჩევნებში, არალეგალური მიგრაციის შეზღუდვას მესაზღვრეების რაოდენობის გაზრდითა და პატრულირების გაძლიერებით ცდილობს. მისი შეფასებით, ამჟამად ქვეყანაში დაახლოებით 300 000 არალეგალური მიგრანტი ცხოვრობს.

„ჩვენ ადამიანი-მოჩვენებები არ გვჭირდება“, – განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა, აკის სკერცოსმა ორშაბათს, 18 დეკემბერს ტელეარხ ANT1-ზე გამოსვლისას და დასძინა, რომ ახალი ნებართვები ხელს შეუწყობს საზოგადოებრივი წესრიგის განმტკიცებას და მუშახელის მოზიდვას იმ სამუშაოებზე, რომლის შესასრულებლად უმუშევარი ბერძნები მზადყოფნას არ გამოთქვამენ.

როგორც საბერძნეთის შრომის მინისტრმა ადონის გეორგიადისმა განმარტა, მთავრობამ ეს ნაბიჯი სწორედ მუშახელის სიმცირის გამო გადაიდგა, რომელიც განსაკუთრებით სოფლის მეურნეობაშია თვალშისაცემი.

კონსერვატიული მთავრობის მიერ მომზადებული კანონპროექტის თანახმად, მიგრანტებს და თავშესაფრის მაძიებლებს, რომლებიც ქვეყანაში მინიმუმ სამი წლის განმავლობაში უკვე ცხოვრობენ, არ აქვთ კრიმინალური წარსული და სამუშაოს შეთავაზება მიიღეს, ბინადრობის ახალ ნებართვაზე განაცხადის შევსება 2024 წლის დეკემბრამდე შეეძლებათ.

წყარო: nostal.ge

გაუზიარე სხვასაც :

გამოქვეყნებულია: 26-12-2023, 17:27, ნანახია: 11346-ჯერ

FACEBOOK კომენტარები

მსგავსი სიახლეები:

ჩვენი პარტნიორები:

geo 1 1 1 1 1

"ემიგრანტ ტვ" შეიქმნა 2018 წელს საქართველოში, ქართველ ემიგრანტთა ხელშეწყობით. მედია პორტალის მიზანია: აქტიურად გააშუქოს ქართველ ემიგრანტთა ყოფა-ცხოვრება მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ასევე მოახდინოს ემიგრანტთა ინფორმირება მათი საჭირბოროტო საკითხებთან დაკავშირებით, ამჟამად "ემიგრანტ ტვ"-ს ადმინისტრირება ხორციელდება საბერძნეთის დედაქალაქ ათენიდან. etvgeorgia@gmail.com

ნიუ იორკი--H
ლონდონი--H
პარიზი--H
ბერლინი--H
მადრიდი--H
რომი--H
ათენი--H
თბილისი--H
my alarm clock logo