მოგესალმებათ

ქართველ ემიგრანტთა საერთაშორისო მედია პორტალი!

More forecasts: wetterlabs.de
Example image
პარიზში გიორგი მიქაძის ბოლო ალბომის პრეზენტაცია გაიმართება

პარიზში გიორგი მიქაძის ბოლო ალბომის პრეზენტაცია გაიმართება

პარიზში 26 და 27 იანვარს, „Duc des Lombards“-ში ცნობილი ქართველი პიანისტისა და კომპოზიტორის, გიორგი მიქაძის ბოლო ალბომის „Face To Face: The Georgian Songbook Vol. 1“! პრეზენტაცია გაიმართება.

ინოვაციური ალბომი, რომელიც 2024 წლის 2 თებერვალს პრესტიჟული ფრანგული ლეიბლი PeeWee!-ის მეშვეობით გამოვა, გიორგი მიქაძის ქართული მელოდიების, ჯაზის იმპროვიზაციებისა გამორჩეულ შერწყმასა და ტრადიციული ჯაზ ტრიოს სფეროში ფორტეპიანოს, ბასისა და დრამის ერთობლივ თავგადასავალს მოიცავს.

„Face to face“ წარმოადგენს წმინდა ჯაზის პრიზმაში გიორგი მიქაძის ქართული მუსიკის ინოვაციურ ძიებას. ალბომში წარმოდგენილია ქართველი მაესტროების კომპოზიციები, რომლებიც დიდი ხნის დავიწყებულ სტანდარტების ემოციურ და ნოსტალგიურ გამოცდილებას გადმოსცემენ.

გიორგი მიქაძის ტრიო - GIORGI MIKADZE TRIO

FACE TO FACE - The Georgian Songbook Vol.1

კონცერტი გაიმართება ორ სეტად:

26 იანვარი 2024 - 19:30 & 22:00

27 იანვარი 2024 - 19:30 & 22:00

მისამართი: Le Duc des Lombards - 42 Rue des Lombards, 75001 Paris, France.

დამატებითი ინფორმაცია იხილეთ:

https://bit.ly/3voW980

გაუზიარე სხვასაც :

გამოქვეყნებულია: 13-01-2024, 13:17, ნანახია: 11216-ჯერ

FACEBOOK კომენტარები

მსგავსი სიახლეები:

ჩვენი პარტნიორები:

geo 1 1 1 1 1

"ემიგრანტ ტვ" შეიქმნა 2018 წელს საქართველოში, ქართველ ემიგრანტთა ხელშეწყობით. მედია პორტალის მიზანია: აქტიურად გააშუქოს ქართველ ემიგრანტთა ყოფა-ცხოვრება მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ასევე მოახდინოს ემიგრანტთა ინფორმირება მათი საჭირბოროტო საკითხებთან დაკავშირებით, ამჟამად "ემიგრანტ ტვ"-ს ადმინისტრირება ხორციელდება საბერძნეთის დედაქალაქ ათენიდან. etvgeorgia@gmail.com

ნიუ იორკი--H
ლონდონი--H
პარიზი--H
ბერლინი--H
მადრიდი--H
რომი--H
ათენი--H
თბილისი--H
my alarm clock logo