მოგესალმებათ

ქართველ ემიგრანტთა საერთაშორისო მედია პორტალი!

More forecasts: wetterlabs.de
Example image
Georgian-American Business Association GABA

Georgian-American Business Association GABA

 21 იანვარს ასიციაცია “თვისტომის” ოფისში გაიმართა ქართულ-ამერიკული ბიზნეს ასოციაციის Georgian - American Business Association GABA -ს სამუშაო ჯგუფის შეხვედრა. შეხვედრაზე განხილული იყო ბიზნეს ასოციაციის წესდების მუშა ვერსია და სამომავლო გეგმა. სამუშაო რეჟიმში შეტანილი იქნა წინადადებები, ცვლილებები და კორექტივები. დაისახა მუშაობის სტრატეგია.
ბიზნეს ასიციაციის მიზანია შეერთებულ შტატებში არსებული ქართული ბიზნესების ხელშეწყობა, ბიზნესების მიერ ურთიერთ დახმარება და სერვისების გაცვლა.
სხვადასხვა ინდუსტრიების მიხედვით ( სარესტორნო, საცალო და საბითუმო სავაჭრო , იმპორტ-ექსპორტი, ავტო-ტექ მომსახურება, წარმოება და აშ) საერთო ინტერესებიდან გამომდინარე ერთობლივი მუშაობა აშშ სამომხმარებლო ბაზრის გასაფართოვებლად.
ბიზნეს ასოციაციის GABA მიზანია ამერიკის ბაზრის გახსნაში დაეხმაროს იმ ქართულ კომპანიებს, რომლებსაც სურთ თავისი ბიზნესისათვის, პროდუქციისა და სერვისებისათვის შემოვიდნენ ამერიკულ ბაზარზე.
ასოციაციის მუშაობის ერთერთი მიმართულებაა ბიზნესმენთა ერთმანეთთან გაცნობა და დაახლოვება, ერთობლივი პროექტების დასახვა და განხორციელება, ასოციაციის წევრების უფლებათა დაცვა და ლობირება, წევრებისათვის განკუთვნილი შეღავათებისა და სხვა ბენეფიტების ხარჯზე საქმიანობის ხელშეწყობა.
ბიზნეს ასოციაციის GABA საფუძველია აშშ -ში ქართული ბიზნეს გარემოს განვითარება და ხელშეწყობა , ხარისხის გაუმჯობესება ჯანსაღი კონკურენციის საფუძველზე, ახალი ბაზრების მათ შორის ეთნიკურის გახსნა და ქართული პროდუქციისა და სერვისების, გავრცელება , და ფარყო რეკლამირება.
 მთავარი იდეა : “შეიძინე ქართული - გააძლიერე დიასპორა” , ძლიერი დიასპორა-ძლიერი საქართველოა!
 (888) 988 7075
Info@gabausa.org
შემოგვიერთდი! ბიზნეს ასოციაციის GABA USA კარები ღიაა ყველა მსურველისათვის, ვინც ბიზნესის მფლობელია.

გაუზიარე სხვასაც :

გამოქვეყნებულია: 25-01-2024, 09:13, ნანახია: 113 158-ჯერ

FACEBOOK კომენტარები

მსგავსი სიახლეები:

ჩვენი პარტნიორები:

geo 1 1 1 1 1

"ემიგრანტ ტვ" შეიქმნა 2018 წელს საქართველოში, ქართველ ემიგრანტთა ხელშეწყობით. მედია პორტალის მიზანია: აქტიურად გააშუქოს ქართველ ემიგრანტთა ყოფა-ცხოვრება მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ასევე მოახდინოს ემიგრანტთა ინფორმირება მათი საჭირბოროტო საკითხებთან დაკავშირებით, ამჟამად "ემიგრანტ ტვ"-ს ადმინისტრირება ხორციელდება საბერძნეთის დედაქალაქ ათენიდან. etvgeorgia@gmail.com

ნიუ იორკი--H
ლონდონი--H
პარიზი--H
ბერლინი--H
მადრიდი--H
რომი--H
ათენი--H
თბილისი--H
my alarm clock logo