მოგესალმებათ

ქართველ ემიგრანტთა საერთაშორისო მედია პორტალი!

More forecasts: wetterlabs.de
Example image
ანსამბლ"მართვეს" გასტროლები საბერძნეთში

ანსამბლ"მართვეს" გასტროლები საბერძნეთში

2024 წლის 25, 26 და 27 იანვარს საბერძნეთს ეწვია ანზორ ერქომაიშვილის სახელობის საქართველოს ხალხური სიმღერის ანსამბლი „მართვე" (სამხატვრო ხელმძღვანელი - მიხეილ ჯავახიშვილი, ლოტბარი - ვარლამ ქუტიძე), რომელმაც რამდენიმე კონცერტი გამართა თესალონიკში, ათენსა და კერკირაზე.
ლეგენდარული ფოლკლორული ანსამბლის გასტროლები განხორციელდა ათენის განათლებისა და კულტურის ცენტრი „კავკასიას" ორგანიზებით, ათენში საქართველოს საელჩოს ეგიდითა და თესალონიკში საქართველოს გენერალური საკონსულოს მხარდაჭერით.
 23 იანვარს თესალონიკში ანსამბლი “მართვესა” და თესალონიკის ქართული ცეკვის ანსამბლი “საქართველოს” ერთობლივი კონცერტი გაიმართა.
25 იანვარს, ათენის ორ დიდ ტაძარში - წმინდა პანტელეიმონში და მელისიის წმინდა ცხოველმყოფელი წყაროს სახელობის ეკლესიაში - "მართვეს" მიერ შესრულდა ქართული საგალობლები.
ათენში ორგანიზებულ ქართული კულტურის საღამოზე, რომელიც გამოჩენილი ქართველი კინორეჟისორის, ოთარ იოსელიანის ხსოვნას მიეძღვნა, ანსამბლმა „მართვემ" და ათენში მოქმედმა მუსიკალურმა სტუდია „კავკასიამ" ერთობლივი კონცერტი გამართეს კინო-თეატრ „სტუდიოში.“
საბერძნეთის მეგაპოლისებში ორგანიზებულ კონცერტებს ესწრებოდნენ როგორც ქართული დიასპორის წარმომადგენლები, ისე ბერძენი სტუმრები.
უნიკალურმა ქართულმა პოლიფონიამ და ქორეოგრაფიამ მაყურებლის განსაკუთრებული ოვაციები დაიმსახურა.
 "მართვეს“ გასტროლები საბერძნეთში დასრულდა კუნძულ კერკირაზე 27 იანვარს ორგანიზებული გალა-კონცერტით.
ქართულ-ბერძნული მრავალწლიანი თანამშრომლობის შედეგად, კერკირას მუნიციპალიტეტმა, საგანმანათლებლო ასოციაცია „სინიელების“ ორგანიზებით და ათენის განათლებისა და კულტურის ცენტრ „კავკასიას" აქტიური ჩართულობით, უმასპინძლა ქართულ ანსამბლებს „მართვე“ და „კავკასია.“
კონცერტი ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლების და ორგანიზატორების მისასალმებელი სიტყვებით გაიხსნა, რომლებმაც ხაზი გაუსვეს ქართულ-ბერძნულ მჭიდრო კულტურულ კავშირებს და ამ ურთიერთობების კიდევ მეტად გაღრმავების მნიშვნელობას. საქართველოს საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა დავით კორძაძემ მადლობა გადაუხადა ბერძენ მასპინძლებს მაღალ დონეზე ორგანიზებული ღონისძიებისთვის, წარმატებები უსურვა მონაწილე ანსამბლებს, რომლებმაც საუკეთესოდ წარმოაჩინეს თავიანთი კულტურული მემკვიდრეობა.
 კონცერტი საქართველოს და საბერძნეთის ეროვნული ჰიმნებით გაიხსნა და დასრულდა ბერძნული ეროვნული ცეკვით - ქართველი და ბერძენი მონაწილეების შესრულებით.
კერკირის მუნიციპალიტეტის ხელშეწყობით, 28 იანვარს ანსამბლმა „მართვემ“ იგალობა წმინდა სპირიდონ ტრიმითუნტელის ცნობილ ტაძარში და აღფრთოვანებული ბერძენი მოსახლეობა ქართულ მრავალხმიანობაზე აალაპარაკა.
ინფორმაციას ავრცელებს : საქართველოს საელჩო საბერძნეთში

გაუზიარე სხვასაც :

გამოქვეყნებულია: 31-01-2024, 11:04, ნანახია: 113 276-ჯერ

FACEBOOK კომენტარები

მსგავსი სიახლეები:

ჩვენი პარტნიორები:

geo 1 1 1 1 1

"ემიგრანტ ტვ" შეიქმნა 2018 წელს საქართველოში, ქართველ ემიგრანტთა ხელშეწყობით. მედია პორტალის მიზანია: აქტიურად გააშუქოს ქართველ ემიგრანტთა ყოფა-ცხოვრება მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ასევე მოახდინოს ემიგრანტთა ინფორმირება მათი საჭირბოროტო საკითხებთან დაკავშირებით, ამჟამად "ემიგრანტ ტვ"-ს ადმინისტრირება ხორციელდება საბერძნეთის დედაქალაქ ათენიდან. etvgeorgia@gmail.com

ნიუ იორკი--H
ლონდონი--H
პარიზი--H
ბერლინი--H
მადრიდი--H
რომი--H
ათენი--H
თბილისი--H
my alarm clock logo