მოგესალმებათ

ქართველ ემიგრანტთა საერთაშორისო მედია პორტალი!

More forecasts: wetterlabs.de
Example image
ილია თოფურიას ესოანეთში გრანდიოზული დახვედრა მოუწყვეს

ილია თოფურიას ესოანეთში გრანდიოზული დახვედრა მოუწყვეს

UFC-ის ქვემსუბუქი წონის ჩემპიონ ილია თოფურიას ესპანეთის საკურორტო ქალაქ ალიკანტეში, სადაც 15 წლის ასაკიდან ცხოვრობს, გრანდიოზული დახვედრა მოუწყვეს.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, 27 წლის ქართველ მებრძოლთან შესახვედრად, რომელმაც აშშ-ში, ორი კვირის წინ გამართულ ორთაბრძოლაში ალექსანდრ ვოლკანოვსკი დაამარცხა და ქამარი დაისაკუთრა, ქალაქის მთავარ მოედანზე 8 ათასზე მეტმა ადამიანმა მოიყარა თავი. 

თოფურიას ალიკანტეში გულშემატკივრები როგორც ესპანური, ისე ქართული დროშებით დახვდნენ. ამასთან, მის პატივსაცემად ტრადიციულ ქართულ სამოსში გამოწყიბილმა ბავშვებმა ქართული ცეკვაც შეასრულეს. პარტნიორთან ერთად მყოფმა ქართველმა მებრძოლმა წითელ ხალიჩაზე, ცნობილი სიმღერის "Canción del mariachi"-ს თანხლებით გაიარა, ავტოგრაფები დაარიგა და სამახსოვრო ფოტოები გადაიღო, შემდეგ კი ალიკანტეს მერიას ესტუმრა, სადაც ქალაქის ხელმძღვანელებმა მიღება გაუმართეს. 


გაუზიარე სხვასაც :

გამოქვეყნებულია: 6-03-2024, 12:52, ნანახია: 1158-ჯერ

FACEBOOK კომენტარები

მსგავსი სიახლეები:

ჩვენი პარტნიორები:

geo 1 1 1 1 1

"ემიგრანტ ტვ" შეიქმნა 2018 წელს საქართველოში, ქართველ ემიგრანტთა ხელშეწყობით. მედია პორტალის მიზანია: აქტიურად გააშუქოს ქართველ ემიგრანტთა ყოფა-ცხოვრება მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ასევე მოახდინოს ემიგრანტთა ინფორმირება მათი საჭირბოროტო საკითხებთან დაკავშირებით, ამჟამად "ემიგრანტ ტვ"-ს ადმინისტრირება ხორციელდება საბერძნეთის დედაქალაქ ათენიდან. etvgeorgia@gmail.com

ნიუ იორკი--H
ლონდონი--H
პარიზი--H
ბერლინი--H
მადრიდი--H
რომი--H
ათენი--H
თბილისი--H
my alarm clock logo