მოგესალმებათ

ქართველ ემიგრანტთა საერთაშორისო მედია პორტალი!

More forecasts: wetterlabs.de
Example image
საბერძნეთში ატიკის საავადმყოფოებში არალეგალურად მუშაობისთვის 6 ქართველი ქალი დააკავეს !

საბერძნეთში ატიკის საავადმყოფოებში არალეგალურად მუშაობისთვის 6 ქართველი ქალი დააკავეს !

ELAS-მა (საბერძნეთის პოლიცია) ატიკის ორ საავადმყოფოში ხუთშაბათს და პარასკევ საღამოს ჩატარებული შემოწმების შედეგად ათი ქალი აღმოაჩინა, რომლებიც ექსკლუზიურ მედდებად უკანონოდ (არალეგალურად) მუშაობდნენ. ამის შესახებ ბერძნული მედია იუწყება.

დაკავებულ ქალებს არ გააჩნდათ ექთნების სკოლის დიპლომები, პროფესიული საქმიანობის ლიცენზია, სამედიცინო წიგნაკები და არ იყვნენ რეგისტრირებულები იმ საავადმყოფოს ექსკლუზიური ექთნების რეესტრში, სადაც, როგორც პოლიციამ აღმოაჩინა, მუშაობდნენ.

დაკავებულთაგან 9 უცხოელია, მათგან 6 – ქართველი, 2 – ალბანელი და ერთი – ყაზახეთის მოქალაქე, მეათე კი ბერძენია. 9 უცხოელიდან 7 საბერძნეთში არალეგალურად იმყოფება.

არსებული ინფორმაციით, ექსკლუზიური მედდების პროფესიით იურიდიული საფუძვლის გარეშე (ანუ უკანონოდ) მუშაობისას სახელმწიფო და სადაზღვევო ფონდები შემოსავლებს კარგავენ, რამდენადაც არ გაიცემა აუცილებელი ქვითრები მომსახურების გაწევის თაობაზე, აგრეთვე, არ შეაქვთ კანონით გათვალისწინებული სადაზღვევო შენატანები.

დაკავებული ქალები მათ წინააღმდეგ წარდგენილი საქმეებით კომპეტენტურ პროკურორებს ჩააბარეს, ამასთან, შესაბამის სამსახურებს – Δ.Ο.Υ. და Ι.Κ.Α. – გადაეცათ ინფორმაცია სამართალდარღვევის თაობაზე კანონით გათვალისწინებული ჯარიმების და სანქციების დასაკისრებლად.

ავტორი: ნინო ბაჯელიძე

წყარო: Nostal.ge

გაუზიარე სხვასაც :

გამოქვეყნებულია: 12-03-2024, 12:28, ნანახია: 111 031-ჯერ

FACEBOOK კომენტარები

მსგავსი სიახლეები:

ჩვენი პარტნიორები:

geo 1 1 1 1 1

"ემიგრანტ ტვ" შეიქმნა 2018 წელს საქართველოში, ქართველ ემიგრანტთა ხელშეწყობით. მედია პორტალის მიზანია: აქტიურად გააშუქოს ქართველ ემიგრანტთა ყოფა-ცხოვრება მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ასევე მოახდინოს ემიგრანტთა ინფორმირება მათი საჭირბოროტო საკითხებთან დაკავშირებით, ამჟამად "ემიგრანტ ტვ"-ს ადმინისტრირება ხორციელდება საბერძნეთის დედაქალაქ ათენიდან. etvgeorgia@gmail.com

ნიუ იორკი--H
ლონდონი--H
პარიზი--H
ბერლინი--H
მადრიდი--H
რომი--H
ათენი--H
თბილისი--H
my alarm clock logo