მოგესალმებათ

ქართველ ემიგრანტთა საერთაშორისო მედია პორტალი!

More forecasts: wetterlabs.de
Example image
ლევან ბერიძე საქართველოს ახალი ელჩი საბერძნეთის რესპუბლიკაში

ლევან ბერიძე საქართველოს ახალი ელჩი საბერძნეთის რესპუბლიკაში

საქართველოს ახალი ელჩი საბერძნეთის რესპუბლიკაში

2024 წლის 10 ივნისს, საბერძნეთის რესპუბლიკაში საქართველოს დანიშნულმა ელჩმა, ბატონმა ლევან ბერიძემ, რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა საბერძნეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს პროტოკოლის დირექტორატის უფროსს, ელჩს, ქალბატონ აგლაია ბალტას.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორი ქვეყნის თანამშრომლობის საკითხებს ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატში. პროტოკოლის დირექტორატის უფროსმა მიულოცა საქართველოს ელჩს საპასუხისმგებლო თანამდებობაზე დანიშვნა და წარმატებები უსურვა მომავალ საქმიანობაში.

საქართველოს დანიშნულმა ელჩმა ხაზი გაუსვა ორ ქვეყანას შორის, ასეული საუკუნეების განმავლობაში ჩამოყალიბებულ უნიკალურ კეთილმეზობლურ და მეგობრულ ურთიერთობებს.

ელჩმა გამოთქვა სრული მზადყოფნა და სურვილი ბერძენი და ქართველი ხალხის საკეთილდღეოდ, მაქსიმალურად შეუწყოს ხელი საქართველოსა და საბერძნეთს შორის კავშირების გაძლიერებას და განმტკიცებას.

ინფორმაციას სოციალურ ქსელში ავრცელებს საქართველოს საელჩო საბერძნეთში

გაუზიარე სხვასაც :

გამოქვეყნებულია: 10-06-2024, 20:59, ნანახია: 11207-ჯერ

FACEBOOK კომენტარები

მსგავსი სიახლეები:

ჩვენი პარტნიორები:

geo 1 1 1 1 1

"ემიგრანტ ტვ" შეიქმნა 2018 წელს საქართველოში, ქართველ ემიგრანტთა ხელშეწყობით. მედია პორტალის მიზანია: აქტიურად გააშუქოს ქართველ ემიგრანტთა ყოფა-ცხოვრება მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ასევე მოახდინოს ემიგრანტთა ინფორმირება მათი საჭირბოროტო საკითხებთან დაკავშირებით, ამჟამად "ემიგრანტ ტვ"-ს ადმინისტრირება ხორციელდება საბერძნეთის დედაქალაქ ათენიდან. etvgeorgia@gmail.com

ნიუ იორკი--H
ლონდონი--H
პარიზი--H
ბერლინი--H
მადრიდი--H
რომი--H
ათენი--H
თბილისი--H
my alarm clock logo