მოგესალმებათ

ქართველ ემიგრანტთა საერთაშორისო მედია პორტალი!

More forecasts: wetterlabs.de
Example image
ვარშავაში ქართული ღვინის მასშტაბური დეგუსტაცია გაიმართა

ვარშავაში ქართული ღვინის მასშტაბური დეგუსტაცია გაიმართა

პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში, ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი კომპანიის, Peopl.Pr-ის ორგანიზებით და პოლონეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით, ქართული ღვინის დეგუსტაცია – Georgian Wine Grand Tasting-ი გაიმართა. დეგუსტაციაზე 20-ზე მეტი ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანიის 100-მდე დასახელების ღვინო იყო წარმოდგენილი.

ღონისძიებას 200-ზე მეტი სტუმარი, მათ შორის, ჟურნალისტები, ბლოგერები, კომერციული სექტორის წარმომადგენლები დაესწრნენ. ქართული ღვინის მასშტაბური წარდგენა პოლონეთის რესპუბლიკაში მიმდინარე წლის ივლისის თვეშიც გაიმართება. მსგავსი ტიპის ღონისძიებები ხელს უწყობს ქართული ღვინის ცნობადობის ამაღლებას და საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაციას. პოლონეთი ქართული ღვინის პრიორიტეტული საექსპორტო ბაზარია, სადაც ღვინის ეროვნული სააგენტო ქართული ღვინის პოპულარიზაციის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში 2013 წლიდან აქტიურად ახორციელებს სხვადასხვა სახის სარეკლამო- მარკეტინგულ კამპანიას.

2024 წლის იანვარ-მაისის პერიოდში პოლონეთის რესპუბლიკაში ექსპორტირებულია 2,6 მლნ ლიტრი ქართული ღვინო, რაც 23%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტოს პრესსამსახური ავრცელებს.

გაუზიარე სხვასაც :

გამოქვეყნებულია: 21-06-2024, 18:16, ნანახია: 11102-ჯერ

FACEBOOK კომენტარები

მსგავსი სიახლეები:

ჩვენი პარტნიორები:

geo 1 1 1 1 1

"ემიგრანტ ტვ" შეიქმნა 2018 წელს საქართველოში, ქართველ ემიგრანტთა ხელშეწყობით. მედია პორტალის მიზანია: აქტიურად გააშუქოს ქართველ ემიგრანტთა ყოფა-ცხოვრება მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ასევე მოახდინოს ემიგრანტთა ინფორმირება მათი საჭირბოროტო საკითხებთან დაკავშირებით, ამჟამად "ემიგრანტ ტვ"-ს ადმინისტრირება ხორციელდება საბერძნეთის დედაქალაქ ათენიდან. etvgeorgia@gmail.com

ნიუ იორკი--H
ლონდონი--H
პარიზი--H
ბერლინი--H
მადრიდი--H
რომი--H
ათენი--H
თბილისი--H
my alarm clock logo