კანში მანქანა ხალხში შევარდა, რის შედეგადაც ერთი ადამიანია დაღუპული, ეჭვმიტანილი დაკავებულია

etvetv
აგვ 27, 2026 - 11:09
 0  1
კანში მანქანა ხალხში შევარდა, რის შედეგადაც ერთი ადამიანია დაღუპული, ეჭვმიტანილი დაკავებულია

საფრანგეთის ჩრდილო-დასავლეთით, კანში, მანქანა ხალხში შევარდა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა, 10-მდე დაშავდა, მათგან სამის მდგომარეობა კრიტიკულია.

მედიის ცნობით, ინციდენტი კანში, რკინიგზის სადგურთან ახლოს, კალვადოსის დეპარტამენტში მოხდა.

როგორც ცნობილია, ბართან ახლოს მამაკაცებს შორის დაპირისპირება მოხდა, რის შემდეგაც ჩხუბის ერთ-ერთი მონაწილე ადამიანების ჯგუფში ავტომობილით შევარდა.

მედიის ცნობით, დაღუპული ახალგაზრდა 18 ან 19 წლის ავღანელია.

ეჭვმიტანილი, რუსეთში დაბადებული 26 წლის მამაკაცი, ინციდენტიდან მალევე დააკავეს.

What's Your Reaction?

Like Like 0
Dislike Dislike 0
Love Love 0
Funny Funny 0
Angry Angry 0
Sad Sad 0
Wow Wow 0