ევროპარლამენტში ოფიციალურად დარეგისტრირდა რეზოლუციის პროექტი, რომელიც ელენე ხოშტარიას საქმესა და „ქართული ოცნების“ რეჟიმის პირობებში არსებული პოლიტპატიმრების საკითხს ეხება.
წარდგენილი დოკუმენტი ევროპელი კანონმდებლების მორიგი ინიციატივაა, რომელიც საქართველოში არსებულ პოლიტიკურ გარემოსა და ადამიანის უფლებების მდგომარეობას ეხმიანება. პროექტში ყურადღება გამახვილებულია ოპოზიციონერი პოლიტიკოსების დევნასა და ქვეყანაში დემოკრატიული ინსტიტუტების გამოწვევებზე.
ხაზგასასმელია, რომ ამ ეტაპზე საქმე ეხება რეზოლუციის ინიცირებულ პროექტს (Motion for a Resolution). დოკუმენტს კენჭს ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე უყრიან, სადაც გადაწყდება მისი საბოლოო ტექსტის დამტკიცების საკითხი.
წყარო: European Parliament
