საბერძნეთის მიგრაციისა და თავშესაფრის სამინისტრომ გამოაქვეყნა იმ ბინადრობის ნებართვების (ADET – ბინადრობის ნებართვის მოწმობა) განახლებული ჩამონათვალი, რომლებიც მზადაა ბენეფიციარებისთვის გადასაცემად.
აღნიშნული დოკუმენტების გაცემა ხორციელდება PGA (თესალონიკის თავშესაფრის რეგიონული ოფისი) მიერ. ოფიციალური შეტყობინების თანახმად, მზა დოკუმენტების გაცემის თარიღად 2026 წლის 1-ლი სექტემბერი, სამშაბათია განსაზღვრული.
მიგრაციის უწყება ბენეფიციარებს მოუწოდებს, ვიზიტამდე ყურადღებით გადაამოწმონ საკუთარი საქმის ნომრები ოფიციალურ სიაში. PGA-ში გამოცხადებისას თან უნდა იქონიოთ კანონმდებლობით მოთხოვნილი პირადობის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტაცია.
წყარო: საბერძნეთის მიგრაციისა და თავშესაფრის სამინისტრო
