მოგესალმებათ

ქართველ ემიგრანტთა საერთაშორისო მედია პორტალი!

More forecasts: wetterlabs.de
Example image
წარმატებული ტრანსპლანტაცია აშშ-ში: მეორე ადამიანმა უკვე მიიღო ღორის გული

წარმატებული ტრანსპლანტაცია აშშ-ში: მეორე ადამიანმა უკვე მიიღო ღორის გული

მეორე ადამიანი, ვინც გენმოდიფიცირებული ღორისგან გული მიიღო, 58 წლის ამერიკელი იყო.

ტრანსპლანტაცია, როგორც პირველ შემთხვევაში, აშშ-ში, მერილენდის უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრში განხორციელდა. შეგახსენებთ, რომ პირველი პაციენტი, დევიდ ბენეტი, რომელმაც 2022 წლის იანვარში ღორის გული მიიღო.

ასიათასობით ამერიკელი ორგანოთა გადანერგვის მოლოდინშია. დონორების მწვავე დეფიციტმა აიძულა მეცნიერები შეესწავლათ ქსენოტრანსპლანტაცია - ცხოველთა ორგანოების გამოყენება ადამიანებისთვის.

მეორე ღორიდან ადამიანზე გულის გადანერგვა 20 სექტემბერს ჩატარდა. საზღვაო ძალების ვეტერანს ლოურენს ფოსეტს დაუდგინდა გულის უკმარისობის დიაგნოზი და ჩათვალეს უშედეგოდ ადამიანის გულის გადანერგვისთვის. მას იმედი აღარ ჰქონდა. ამრიგად, ღორის გულის გადანერგვის გადაწყვეტილება იყო ერთადერთი ვარიანტი. ოპერაციის დაწყებამდე კაცმა თქვა:

 ”ყოველ შემთხვევაში, ახლა მაქვს იმედი, მაქვს შანსი.”

და მისმა მეუღლემ დაამატა:

 ”ჩვენ არ გვაქვს სხვა მოლოდინი, გარდა იმისა, რომ ერთად გავატაროთ მეტი დრო... 

ექიმების თქმით, ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა. ლოურენს ფოსეტი ახლა სუნთქავს მექანიკური მხარდაჭერის გარეშე და მისი ახალი გული კარგად მუშაობს. მამაკაცი ღებულობს იმუნოსუპრესანტებს და ახალ ანტისხეულებს , რათა მისმა ორგანიზმმა არ უარყოს ტრანსპლანტაცია. სწორედ ამიტომ ხდება ტრანსპლანტაცია გენმოდიფიცირებული ღორისგან - უარყოფითი შედეგის რისკის შესამცირებლად.

გაუზიარე სხვასაც :

გამოქვეყნებულია: 26-09-2023, 16:27, ნანახია: 11430-ჯერ

FACEBOOK კომენტარები

მსგავსი სიახლეები:

ჩვენი პარტნიორები:

geo 1 1 1 1 1

"ემიგრანტ ტვ" შეიქმნა 2018 წელს საქართველოში, ქართველ ემიგრანტთა ხელშეწყობით. მედია პორტალის მიზანია: აქტიურად გააშუქოს ქართველ ემიგრანტთა ყოფა-ცხოვრება მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ასევე მოახდინოს ემიგრანტთა ინფორმირება მათი საჭირბოროტო საკითხებთან დაკავშირებით, ამჟამად "ემიგრანტ ტვ"-ს ადმინისტრირება ხორციელდება საბერძნეთის დედაქალაქ ათენიდან. etvgeorgia@gmail.com

ნიუ იორკი--H
ლონდონი--H
პარიზი--H
ბერლინი--H
მადრიდი--H
რომი--H
ათენი--H
თბილისი--H
my alarm clock logo