მოგესალმებათ

ქართველ ემიგრანტთა საერთაშორისო მედია პორტალი!

More forecasts: wetterlabs.de
Example image
იტალიაში ავტობუსი ესტაკადიდან გადავარდა, დაღუპულია სულ მცირე 21 ადამიანი

იტალიაში ავტობუსი ესტაკადიდან გადავარდა, დაღუპულია სულ მცირე 21 ადამიანი

იტალიაში ავტობუსი, რომელსაც ტურისტები გადაჰყავდა, ესტაკადიდან გადავარდა, დაღუპულია სულ მცირე 21 ადამიანი, 18 კი დაშავდა. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

შემთხვევა ვენეციის მახლობლად მოხდა. ავტობუსი გზიდან გადავიდა და სარკინიგზო ხაზებთან ახლოს ჩავარდა მესტრეს რაიონში, რომელიც ვენეციას ხიდით უკავშირდება. შემთხვევის შედეგად, ავტობუსს ცეცხლი გაუჩნდა.

დაშავებულებს შორის ხუთის მდგომარეობა მძიმეა. ავარიის მიზეზი ჯერ უცნობია. ერთ-ერთი ვერსიით, ავტობუსის მძღოლი, 40 წლის იტალიელი, რომელიც დაღუპულთა შორისაა, ავარიამდე შეუძლოდ გახდა.

მომხდარს იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯია მელონი გამოეხმაურა და გარდაცვლილთა ოჯახებსა და ახლობლებს მიუსამძიმრა.

გაუზიარე სხვასაც :

გამოქვეყნებულია: 4-10-2023, 10:15, ნანახია: 11340-ჯერ

FACEBOOK კომენტარები

მსგავსი სიახლეები:

ჩვენი პარტნიორები:

geo 1 1 1 1 1

"ემიგრანტ ტვ" შეიქმნა 2018 წელს საქართველოში, ქართველ ემიგრანტთა ხელშეწყობით. მედია პორტალის მიზანია: აქტიურად გააშუქოს ქართველ ემიგრანტთა ყოფა-ცხოვრება მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ასევე მოახდინოს ემიგრანტთა ინფორმირება მათი საჭირბოროტო საკითხებთან დაკავშირებით, ამჟამად "ემიგრანტ ტვ"-ს ადმინისტრირება ხორციელდება საბერძნეთის დედაქალაქ ათენიდან. etvgeorgia@gmail.com

ნიუ იორკი--H
ლონდონი--H
პარიზი--H
ბერლინი--H
მადრიდი--H
რომი--H
ათენი--H
თბილისი--H
my alarm clock logo