მოგესალმებათ

ქართველ ემიგრანტთა საერთაშორისო მედია პორტალი!

More forecasts: wetterlabs.de
Example image
10 დეკემბერს, ათენში თეატრ „სტუდიოში“, საქართველოს მოქალაქეებთან საქართველოს საელჩოსა და საკონსულო სამსახურის თანამშრომელთა შეხვედრა გაიმართა.

10 დეკემბერს, ათენში თეატრ „სტუდიოში“, საქართველოს მოქალაქეებთან საქართველოს საელჩოსა და საკონსულო სამსახურის თანამშრომელთა შეხვედრა გაიმართა.

2023 წლის 10 დეკემბერს, ათენის ისტორიულ თეატრში „სტუდიო“, ათენის საკონსულო ოლქში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებთან საქართველოს საელჩოსა და საკონსულო სამსახურის თანამშრომელთა შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას აგრეთვე ესწრებოდნენ ქართული დიასპორული ორგანიზაციების და საკვირაო სკოლების ხელმძღვანელები, ქართველი სტუდენტები და ადვოკატები.
შეხვედრაზე კონსულმა გელა ჯაფარიძემ საქართველოს მოქალაქეებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა საკონსულო სამსახურში სამუშაო რეჟიმისა და მოქალაქეების საკონსულო მომსახურების/კონსულტაციის კუთხით განხორციელებულ ცვლილებებთან დაკავშირებით, რამაც საქართველოს მოქალაქეებთან კომუნიკაცია უფრო მჭიდრო, ხოლო საკონულოს მომსახურება ბევრად ეფექტური გახადა. კონსულის მიერ მოქალაქეებს განემარტათ, რომ ადგილსამყოფელ ქვეყანაში საკონსულო იცავს როგორც ლეგალურად, ასევე არალეგალურად მყოფი მოქალაქეების უფლებებსა და ინტერესებს.
შეხვედრაზე, რომელიც საინფორმაციო-საკონსულტაციო ხასიათის იყო, დამსწრე საზოგადოებას ინფორმაცია მიეწოდა დაკავებული/წინასწარ პატიმრობაში აყვანილი მოქალაქეების უფლებების, საბერძნეთის რესპუბლიკაში მოქმედი კანომდებლობისა და რეგულაციების შესახებ. სხვა აქტუალურ საკითხებთან დაკავშირებით, შეხვედრის დიდი ნაწილი მოქალაქეებთან კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.
ამასთან, საქართველოს მოქალაქეებთან შეხვედრის ფარგლებში მოხდა პროექტის „ონლაინ კლინიკა“ პრეზენტაცია, რომელიც დამსწრე საზოგადოებას წარუდგინა „ონლაინ კლინიკის“ დამფუძნებელმა არჩილ შველიძემ. ა. შველიძემ დეტალურად ისაუბრა აღნიშნული პროექტის ევროპის ტერიტორიაზე ინტეგრაციის საკითხებზე, დისტანციურად ჯანმრთელობის მართვის სისტემების დანერგვაზე და ქართული სახელმწიფოს მხრიდან უცხოეთში მცხოვრები ქართველი ემიგრანტებისთვის სამედიცინო სერვისებზე ხელმისაწვდომობის მნიშვნელობაზე.

გაუზიარე სხვასაც :

გამოქვეყნებულია: 13-12-2023, 12:22, ნანახია: 11237-ჯერ

FACEBOOK კომენტარები

მსგავსი სიახლეები:

ჩვენი პარტნიორები:

geo 1 1 1 1 1

"ემიგრანტ ტვ" შეიქმნა 2018 წელს საქართველოში, ქართველ ემიგრანტთა ხელშეწყობით. მედია პორტალის მიზანია: აქტიურად გააშუქოს ქართველ ემიგრანტთა ყოფა-ცხოვრება მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ასევე მოახდინოს ემიგრანტთა ინფორმირება მათი საჭირბოროტო საკითხებთან დაკავშირებით, ამჟამად "ემიგრანტ ტვ"-ს ადმინისტრირება ხორციელდება საბერძნეთის დედაქალაქ ათენიდან. etvgeorgia@gmail.com

ნიუ იორკი--H
ლონდონი--H
პარიზი--H
ბერლინი--H
მადრიდი--H
რომი--H
ათენი--H
თბილისი--H
my alarm clock logo