მოგესალმებათ

ქართველ ემიგრანტთა საერთაშორისო მედია პორტალი!

More forecasts: wetterlabs.de
Example image
ემანუელ მაკრონი - საფრანგეთი ყოველთვის მიესალმება და გააგრძელებს უცხოელების, განსაკუთრებით თავშესაფრის მაძიებლებისა და სტუდენტების მიღებას

ემანუელ მაკრონი - საფრანგეთი ყოველთვის მიესალმება და გააგრძელებს უცხოელების, განსაკუთრებით თავშესაფრის მაძიებლებისა და სტუდენტების მიღებას

საფრანგეთი ყოველთვის მიესალმება და გააგრძელებს უცხოელების, განსაკუთრებით თავშესაფრის მაძიებლებისა და სტუდენტების მიღებას.  ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ტელევზიის ეთერში განაცხადა.

ახალი საიმიგრაციო კანონის მიღებისა და ჯანდაცვის მინისტრის გადადგომის შემდეგ, ეს მისი პირველი საჯარო გამოჩენა იყო.

„კანონი კომპრომისის შედეგი იყო“, – თქვა მაკრონმა.

საფრანგეთის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ ის პატივს სცემს ჯანდაცვის მინისტრის გადაწყვეტილებას და აღნიშნა, რომ შეუცვლელი არავინაა.

„გასაგებია, რომ ეს კანონი გარკვეულ ადამიანებს აღელვებს და მე ეს მესმის. თქვენ შეიძლება, ისაუბროთ ღირებულებებზე, მაგრამ ჩვენ აქ ვსაუბრობთ რეალობაზე. კანონი მთავრობის მიერ იყო დაწერილი, მაგრამ ეს არის კომპრომისის შედეგი. ეს არის ის, რაც ხალხს სურდა, როდესაც აგვირჩიეს და მოგვცეს უმრავლესობა. რა არჩევანი გვქონდა. უნდა გვეთქვა, რომ შევწყვეტთ და არალეგალურ მიგრაციასთან ბრძოლა ცუდი იდეაა? – არა. ჩვენ შევქმენით კომიტეტი, რომელიც კომპრომისზე მიდის. ეს ტექსტი ამ კომპრომისის შედეგია“, – ამბობს მაკრონი.

მაკრონის თქმით, მათი მიზანია არალეგალურ მიგრაციასთან ბრძოლა და წახალისება უკეთესი ინტეგრაციისთვის ენისა და დასაქმების კუთხით.

მან ასევე განაცხადა, რომ ბრძოლა არალეგალურ მიგრაციასთან არ არის მხოლოდ პოლიტიკური საკითხი.

გაუზიარე სხვასაც :

გამოქვეყნებულია: 21-12-2023, 11:35, ნანახია: 11369-ჯერ

FACEBOOK კომენტარები

მსგავსი სიახლეები:

ჩვენი პარტნიორები:

geo 1 1 1 1 1

"ემიგრანტ ტვ" შეიქმნა 2018 წელს საქართველოში, ქართველ ემიგრანტთა ხელშეწყობით. მედია პორტალის მიზანია: აქტიურად გააშუქოს ქართველ ემიგრანტთა ყოფა-ცხოვრება მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ასევე მოახდინოს ემიგრანტთა ინფორმირება მათი საჭირბოროტო საკითხებთან დაკავშირებით, ამჟამად "ემიგრანტ ტვ"-ს ადმინისტრირება ხორციელდება საბერძნეთის დედაქალაქ ათენიდან. etvgeorgia@gmail.com

ნიუ იორკი--H
ლონდონი--H
პარიზი--H
ბერლინი--H
მადრიდი--H
რომი--H
ათენი--H
თბილისი--H
my alarm clock logo