საბერძნეთის მიგრაციისა და თავშესაფრის სამინისტრომ ატიკის რეგიონული თავშესაფრის ოფისის ბენეფიციარებისთვის მზა ბინადრობის ნებართვების მორიგი სია გამოაქვეყნა. ოფიციალური ინფორმაციით, მომზადებული დოკუმენტების გაცემა დაგეგმილია პარასკევს, 2026 წლის 4 სექტემბერს.
საბერძნეთში მყოფი მიგრანტებისთვის და თავშესაფრის მაძიებლებისთვის ADET (ბინადრობის ნებართვა) წარმოადგენს ოფიციალურ დოკუმენტს, რომელიც ადასტურებს ქვეყნის ტერიტორიაზე ლეგალურად ცხოვრებისა და გადაადგილების უფლებას. ატიკის რეგიონულ ოფისში დარეგისტრირებულ განმცხადებლებს საშუალება აქვთ, გამოქვეყნებულ სიაში გადაამოწმონ თავიანთი საქმის სტატუსი.
კუთვნილი დოკუმენტაციის მისაღებად ბენეფიციარები ატიკის თავშესაფრის რეგიონულ ოფისში დათქმულ დღეს უნდა გამოცხადდნენ და თან იქონიონ პიროვნების დამადასტურებელი შესაბამისი საბუთები.
წყარო: საბერძნეთის მიგრაციისა და თავშესაფრის სამინისტრო
