უკრაინამ „მაშა და დათვის“ შემოქმედთა წინააღმდეგ სანქციები დააწესა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა ბრძანებულებას, რომლის საფუძველზეც სანქციები დაუწესდა რუსული ანიმაციური სერიალის, „მაშა და დათვის“ შექმნასა და გავრცელებაში ჩართულ პირებს. შეზღუდვები სულ ხუთ ფიზიკურ და იურიდიულ პირს შეეხო, მათ შორის მწარმოებელ სტუდია Animaccord-ს, მის ხელმძღვანელობასა და შემოქმედებით გუნდს.

ოფიციალური კიევის განმარტებით, საბავშვო პროდუქტის სახით შენიღბული ანიმაცია პრორუსულ ნარატივებს ავრცელებს და უკრაინის ეროვნულ უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის. აღნიშნულ მულტფილმზე სანქციების დაწესების მოთხოვნით უკრაინის სამართალდამცავებმა ქვეყნის ხელისუფლებას მანამდე მიმართეს.


წყარო: საქართველოს პირველი არხი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *