OPEKA (საბერძნეთის სოციალური დახმარებებისა და სოციალური სოლიდარობის ორგანიზაცია) იუწყება, რომ წარმატებით დასრულდა განაცხადების მიღება LAE/OPEKA (სოფლის მეურნეობის მუშაკთა სოციალური დახმარების ანგარიში / საბერძნეთის სოციალური დახმარებებისა და სოციალური სოლიდარობის ორგანიზაცია) ფინანსურ დახმარებებზე.
ორგანიზაციის ოფიციალური ინფორმაციით, თანხის პირველი ჩარიცხვა სამშაბათს, 28 ივლისს განხორციელდება. აღნიშნული დახმარება გადაეცემათ LAE-ს ანგარიშზე რეგისტრირებულ სამშვილიან და მრავალშვილიან დედებს, ასევე სამშვილიან და მრავალშვილიან მარტოხელა მამებს.
შეახსენებთ საბერძნეთში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს, რომ სოციალური პროგრამით სარგებლობა შეუძლიათ მხოლოდ იმ პირებს, რომლებიც აკმაყოფილებენ OPEKA-ს მიერ დადგენილ კონკრეტულ კრიტერიუმებსა და დაზღვევის პირობებს. პროგრამა ავტომატურად არ ეხება ყველა ემიგრანტს.
წყარო: OPEKA — საბერძნეთის სოციალური დახმარებებისა და სოციალური სოლიდარობის ორგანიზაცია
