მოგესალმებათ

ქართველ ემიგრანტთა საერთაშორისო მედია პორტალი!

More forecasts: wetterlabs.de
Example image
7 ოქტომბერს, შაბათს, 17:00 საათზე, გულითადად ვიწვევთ ათენის ქართულ დიასპორას, განსაკუთრებით ახმეტელებს და კახეთის ისტორიითა და კულტურით დაინტერესებულ ქართველ და ბერძენ მეგობრებს თემატური საღამოზე:

7 ოქტომბერს, შაბათს, 17:00 საათზე, გულითადად ვიწვევთ ათენის ქართულ დიასპორას, განსაკუთრებით ახმეტელებს და კახეთის ისტორიითა და კულტურით დაინტერესებულ ქართველ და ბერძენ მეგობრებს თემატური საღამოზე:

⚜ ამა წლის 7 ოქტომბერს, შაბათს, 17:00 საათზე, გულითადად ვიწვევთ ათენის ქართულ დიასპორას, განსაკუთრებით ახმეტელებს და კახეთის ისტორიითა და კულტურით დაინტერესებულ ქართველ და ბერძენ მეგობრებს თემატური საღამოზე:
🇬🇪 ,,კახეთიდან (ახმეტა) - ელადამდე"🇬🇷.
🔸 პროგრამა
- მისალმებები: ახმეტის მუნიციპალიტეტის მერი, ბატონი ალექსი ფიცხელაური (ე.წ. ,,ზუმით"), ცნობილი ქართველი მომღერალი და მენეჯერი - მალხაზ მელქუაშვილი.
- საუბარი თემაზე:
⚜ ,,კახეთი - საქართველოს კულტურისა და ეკონომიკის ხერხემალი"⚜.
მომხსენებელი: ავთანდილ მიქაბერიძე, ათენის ქართული ინსტიტუტისა და კულტურის ცენტრ "კავკასიას" დამფუძნებელი.
🔹 საპატიო სტუმრის სტატუსით გვეყოლება ცნობილი მომღერალი ფატი ბროლაშვილი.
🔹 საღამოს ბოლოს, იქვე დარბაზში, გაიმართება მცირე კონცერტი და მიღება - ,,კახური შემოდგომის ნობათი".
🔸 ამჟამინდელი შეკრების საბაბი გახლავთ ის, რომ წინა დღეებში ათენს ეწვევიან ცნობილი ქართველი ხელოვანები მალხაზ მელქუაშვილი და ფატი ბროლაშვილი, რომლებიც 8 ოქტომბერს, თეატრში ,,კნოსოს" არაჩვეულებრივ კონცერტს გამართავენ ათენის ქართული ცეკვებისა და სიმღერების ანსამბლ ,,კავკასიასთან" ერთად.
🔸 აღსანიშნავია, რომ ეს იქნება ,,კავკასიას" მიერ ინიცირებული რიგით მესამე თემატური შეხვედრა ქართულ ემიგრაციასთან.
პირველი ორი საღამო საკმაოდ წარმატებით გაიმართა წინა წლებში:
1. ,,მესხეთიდან - ელადამდე" (25.03.2018);
2. ,,ისტორიული ჰერეთიდან (აზერბაიჯანი) - ელადამდე" (22.09.2019).
🔹 რიგით მეოთხე ღონისძიება დაგეგმილია შაბათს, 14 ოქტომბერს: 🇬🇪 ,,ანტიკური ვანიდან - ელადამდე"🇬🇷.
🔸 მსგავსი თემატური საღამოები მიზნად ისახავენ ჩვენი ქვეყნის ისტორიული და კულტურული ღირშესანიშნაობების გაცნობას როგორც საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსული ემიგრანტებისათვის, ასევე ადგილობრივი ბერძნებისათვის.
🔸 დასწრება: თავისუფალი (მოსაწვევი ბარათებით).
🔸 გთხოვთ, დარეგისტრირდეთ შემდეგ ტელეფონებზე:
210.7211226 / 6999.640412 / 6995.956444 / 6995.984242 / 6955.190318 / 6995.528457.
🏦 მისამართი: პატისიონის ქ. 81 (იგივე 28 ოქტომბრის ქუჩა), 1 სართ. (,,ვიქტორიას მოედანი").
🔸 ათენის განათლებისა და კულტურის ცენტრი ,,კავკასია"

გაუზიარე სხვასაც :

გამოქვეყნებულია: 6-10-2023, 16:37, ნანახია: 11330-ჯერ

FACEBOOK კომენტარები

მსგავსი სიახლეები:

ჩვენი პარტნიორები:

geo 1 1 1 1 1

"ემიგრანტ ტვ" შეიქმნა 2018 წელს საქართველოში, ქართველ ემიგრანტთა ხელშეწყობით. მედია პორტალის მიზანია: აქტიურად გააშუქოს ქართველ ემიგრანტთა ყოფა-ცხოვრება მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ასევე მოახდინოს ემიგრანტთა ინფორმირება მათი საჭირბოროტო საკითხებთან დაკავშირებით, ამჟამად "ემიგრანტ ტვ"-ს ადმინისტრირება ხორციელდება საბერძნეთის დედაქალაქ ათენიდან. etvgeorgia@gmail.com

ნიუ იორკი--H
ლონდონი--H
პარიზი--H
ბერლინი--H
მადრიდი--H
რომი--H
ათენი--H
თბილისი--H
my alarm clock logo