მოგესალმებათ

ქართველ ემიგრანტთა საერთაშორისო მედია პორტალი!

More forecasts: wetterlabs.de
Example image
ნუცა ბუზალაძე საქართველოს 2024 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე წარადგენს

ნუცა ბუზალაძე საქართველოს 2024 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე წარადგენს

საქართველოს 2024 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე ნუცა ბუზალაძე წარადგენს.

ნუცა ბუზალაძე დაიბადა 1997 წლის 28 იანვარს. 5 წლიდან დადიოდა ანსამბლ „მართვეში“, შემდეგ იყო საბავშვო ანსამბლ „მზიურის“ მთავარი ვოკალისტიასევე უკრავდა გიტარაზე. 8 წლიდან დაიწყო ფორტეპიანოს შესწავლა.

წლების განმავლობაში მონაწილეობა აქვს მიღებული 10-ზე მეტ კონკურსში და ბევრჯერ მოიპოვა აღიარება როგორც საქართველოშიასევე მის ფარგლებს გარეთნუცა წარმატებით მონაწილეობდა ისეთ კონკურსებშიროგორებიცაა:

 2011 . „ნიჭიერი“ (ნახევარფინალისტი)
 2013 . „ერთიერთში“ (ფინალისტი)
 2014 . „ახალი ტალღა“ (გამარჯვებული)
 2015 . „ცეკვავენ ვარსკვლავები“ (ნახევარფინალისტი)
 2017 . „The Voice of Turkey“(ნახევარფინალისტი)
 2020 . „ყველა ერთად“(ფინალისტი)
 2021 . Kenga Magjike (გამარჯვებული)
 2021 . „ყველა ერთად“ (ფინალისტი)
 2023 . American Idol (ტოპ 12)

2019 წელს გამოუშვა სადებიუტო ალბომი „Nutsa22“, რომელიც აერთიანებს როგორც ქართულასევე ინგლისურენოვან სიმღერებს. 2023 წლამდე, პარალელურად, ლოს ანჯელესსა და დუბაიში მღეროდა თეატრში და მართავდა კონცერტებს. 2023 წელს ნუცამ მონაწილეობა მიიღო პლანეტის ერთერთ ყველაზე პოპულარულ მუსიკალურ შოუში – American Idol, სადაც top 12 მონაწილეში მოხვდახოლო შოუს ფინალში შეასრულა დუეტი ავსტრალიელ პოპვარსკვლავთანკაილი მინოუგთან ერთად.

ევროვიზია 2024 შვედეთის ქალაქ მალმეში 7, 9 და 11 მაისს გაიმართება.


წყარო: 1tv.ge

გაუზიარე სხვასაც :

გამოქვეყნებულია: 12-01-2024, 21:47, ნანახია: 11242-ჯერ

FACEBOOK კომენტარები

მსგავსი სიახლეები:

ჩვენი პარტნიორები:

geo 1 1 1 1 1

"ემიგრანტ ტვ" შეიქმნა 2018 წელს საქართველოში, ქართველ ემიგრანტთა ხელშეწყობით. მედია პორტალის მიზანია: აქტიურად გააშუქოს ქართველ ემიგრანტთა ყოფა-ცხოვრება მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ასევე მოახდინოს ემიგრანტთა ინფორმირება მათი საჭირბოროტო საკითხებთან დაკავშირებით, ამჟამად "ემიგრანტ ტვ"-ს ადმინისტრირება ხორციელდება საბერძნეთის დედაქალაქ ათენიდან. etvgeorgia@gmail.com

ნიუ იორკი--H
ლონდონი--H
პარიზი--H
ბერლინი--H
მადრიდი--H
რომი--H
ათენი--H
თბილისი--H
my alarm clock logo