OPEKA მრავალშვილიანი ოჯახების დახმარების გაცემას იწყებს: ცნობილია გადახდის თარიღები

საბერძნეთში მოქმედი OPEKA (საბერძნეთის სოციალური დახმარებებისა და სოციალური სოლიდარობის ორგანიზაცია) იუწყება, რომ წარმატებით დასრულდა განაცხადების მიღება LAE/OPEKA (სოფლის მეურნეობის სოციალური ანგარიში / OPEKA)-ს ფინანსურ დახმარებებზე.

ორგანიზაციის ოფიციალური ინფორმაციით, სამშვილიანი და მრავალშვილიანი დედებისთვის, აგრეთვე სამშვილიანი და მრავალშვილიანი მარტოხელა მამებისთვის კუთვნილი თანხების გაცემა ორ ეტაპად განხორციელდება.

პირველი ჩარიცხვა განხორციელდა სამშაბათს, 28 ივლისს, ხოლო მეორე ეტაპის ფინანსური დახმარების გაცემა დაგეგმილია პარასკევს, 7 აგვისტოს.

აღნიშნული პროგრამით სარგებლობა შეუძლიათ მხოლოდ იმ პირებს, რომლებიც აკმაყოფილებენ LAE/OPEKA-ს მიერ დადგენილ ოფიციალურ კრიტერიუმებსა და სადაზღვეო პირობებს. საბერძნეთში მცხოვრებ ქართველ მიგრანტებს, რომლებიც აკმაყოფილებენ აღნიშნულ მოთხოვნებს და დარეგისტრირებულნი იყვნენ პროგრამაში, თანხები მითითებულ თარიღებში ჩაერიცხებათ.


წყარო: OPEKA — საბერძნეთის სოციალური დახმარებებისა და სოციალური სოლიდარობის ორგანიზაცია

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *