OPEKA (საბერძნეთის სოციალური დახმარებებისა და სოციალური სოლიდარობის ორგანიზაცია) ივლისის თვის სოციალური დახმარებების გაცემას იწყებს. ოფიციალური ინფორმაციით, ხუთშაბათს, 2026 წლის 30 ივლისს, სულ 1 007 152 ბენეფიციარს ჯამში 276 036 591,42 ევრო ჩაერიცხება.
ამასთან ერთად, წარმატებით დასრულდა განაცხადების მიღება LAE/OPEKA (სოფლის მეურნეობის ფონდი – Λογαριασμός Αγροτικής Εστίας) ფინანსურ დახმარებებზე. სამშაბათს, 28 ივლისს, განხორციელდება პირველი გადარიცხვა სამშვილიანი და მრავალშვილიანი დედებისთვის, ასევე სამშვილიანი და მრავალშვილიანი მარტოხელა მამებისთვის.
აღნიშნული სოციალური პროგრამები და ფინანსური დახმარებები მნიშვნელოვანია საბერძნეთში ლეგალურად მცხოვრები იმ საქართველოს მოქალაქეებისთვისაც, რომლებიც აკმაყოფილებენ საბერძნეთის კანონმდებლობით დადგენილ კრიტერიუმებსა და ოფიციალურ პირობებს.
წყარო: OPEKA — საბერძნეთის სოციალური დახმარებებისა და სოციალური სოლიდარობის ორგანიზაცია
